Home
ქართული | English

მულტიმედია

კომენტარები

Deinhard, Riesling Classic 2007

ესაა ე.წ. QbA კატეგორიის (Qualitätswein bestimmter Anbaugebiete, ანუ ხარისხიანი ღვინო გარკვეული რეგიონიდან) გერმანული ღვინო რეინჰესენიდან. ჩალისფერია, მცირეოდენი ოქროთი. პირველი სურნელები ძალიან მშრალი და თავშეკავებულია, თუმცა გასინჯვისთანავე იჩენს თავს ყვავილების, მაისის თაფლის, ნესვისა და ციტრუსების სურნელები. ძალიან გემრიელი და დახვეწილი ღვინოა, რომელიც, მჟავიანობის მიუხედავად, რბილია და მომრგვალებული. ძალიან კარგი მისაყოლებელი იქნება თევზისგან და ზღვის პროდუქტებისგან მომზადებულ თანამედროვე ევროპულ კერძებთან, ასევე სუშისთან, ხამანწკებთან.

მ.ხ.
© vinoge.com
 

არქივი

თებერვალი 2012
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728291234

ტოპ ხუთეული