გამოქვეყნებულია: 1 აპრილი, 2011 - 08:54

51.90 ლარი
ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული საფერავია, რომელიც კი ბოლო წლებში გამისინჯავს. ყურძენი ალაზნის მარცხენა ნაპირზე, მდინარე ჩელთის მიდამოებში გაშენებული საფერავის ჯიშის ყურძნიდანაა დაყენებული. ძალზე ცოცხალი ალუბლისფერით ხასიათდება, საკმაოდ სხეულიანი ღვინოა, სადაც პირველ რიგში ქლიავის ჩირსა და მაყვლის მურაბას გამოვყოფდი. დარბაისლური, ღრმა, სერიოზული ღვინოა, რომლის გემური სისავსის შეგრძნებაც ძალზე დიდხანს გრძელდება. ღვინო არაჩვეულებრივი ფინალით ხასიათდება. "ჩელთმა" 1 თვის წინ "ღვინის კლუბის" მიერ გამართულ დახურულ დეგუსტაციაზე, რომელიც პრემიალურ საფერავებს მიეძღვნა, მეორე ადგილი დაიკავა.
© ღვინის კლუბი/Weekend
თემა:
არაადეკვატურად
ავტორი: irakli jijavadze - 01/04/2011
ეგ ღვინო მეც ძაან მომწონს, მაგრამ ფასი მაინც ხელოვნურად გაბერილი მგონია. ყველაზე გლამურული და თავზეხელაღებული გაანგარიშებითაც კი გამორიცხულია, რომ საფერავის ყურძნის ჯიშიდან დაყენებული ღვინის თვითღირებულება ეგეთი მაღალი იყოს.
მეღვინეებს, განსაკუთრებით მცირე მარნებს, "ბადაგონის" სენი არ უნდა დაემართოთ - ლეგენდებს და პიარს ღვინის სული არ უნდა შესწირონ და მომხმარებელი არ უნდა დააფრთხონ.
- reply
ირაკლი,
ეს ღვინო არ
ავტორი: Naotreli - 03/04/2011
ირაკლი,
ეს ღვინო არ გამისინჯავს და ამიტომ ვერც მის ღირსებაზე, და შესაბამისად, ვერც მის ღირებულებაზეც ვერ შეგედავები; ისე ფასი მართლა საკმაოდ მაღალია, მაგრამ საფერავს ნუ დაგვიჩაგრავ შე კაცო:)პირიქით, მე მგონია საფერავს უდიდესი პოტენციალი აქვს. იმედია, ამ ღვინოს ხანგრძლივად დავარგების და კომპლექსური ღვინის სხვა მრავალი თვისება აქვს,და ფასიც ადეკვატურადაა განსაზღვრული. ალბათ სწორად ეს გათვალეს ამ კომპანიაში და მომხმარებლად "Boutique" ღვინოების მყიდველი განსაზღვრეს. დარწმუნებული ვარ 5-7 წლის(და იმედია 10-15 წლის)შემდეგ უფრო საინტერესო დასალევი იქნება ეს ღვინო.იმედია, მეც მალე გავსინჯავ! :)
- reply










