Home
ქართული | English

მულტიმედია

კომენტარები

Catena Malbec, Mendoza, Bodega Catena Zapata, Argentina, 2005

ღვინო გაუფილტრავია და იგი 12 თვის მანძილზე ძველდებოდა მუხის კასრებში (70% ფრანგული მუხა, 20% ახალი მუხა, 10% ამერიკული მუხა), ძალიან მუქი, ღრმა შინდისფერი ღვინოა, შავ-იასამნისფერი ელფერით. გადამწიფებული შავი ხილის ტონებით, შავი მოცხარის, მინერალური და ნეშომპალის ძლიერი სურნელებით. გემოზე შესანიშნავია, მოტკბო-მომრგვალებული, ღრმა სტრუქტურით, შავი წიწაკისა და შოკოლადის დახვეწილი, მსუბუქი არომატით. ღვინო ხანგრძლივი, ხავერდოვანი დაბოლოებით გამოირჩევა.

მიაყოლეთ სტეიკებს, გრილზე შემწვარს ხორცს, ძეხვეულსა და სოსისებს. ნაკვერჩხალზე შემწვარ ქათამს, ტყის ქათამს, შვლის ხორცს. კარგია შემწვარ ბატკნის ხორცთან და ღორის ჩალაღაჯთან.

მალხაზ ხარბედია

© „მარანი“

არქივი

თებერვალი 2012
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728291234