Home
ქართული | English

მულტიმედია

კომენტარები

Ageno, Emilia, 2005

ეს ღვინო ფედერიკო ფელინის სამშობლოდანაა. ემილია-რომანიას რეგიონში მოყვანილი სამი უნიკალური ჯიშიდან, მალვაზიადან, ორტრუგოდან და ტრებიანოდან დაწურული ღვინო საოცარი გარეგნობით გამოირჩევა, მანათობელი უნაბისფერი მაშინვე იპყრობს თვალს. ღვინის ძირითადი შემადგენელი მალვაზიას ჯიშია, უფრო სწორად მისი ყველაზე ეკზოტიკური ვარიანტი, Malvasia di Candia Aromatica, რომელიც ეფექტური სურნელებით ძალზე წააგავს მუსკატს. ღვინო ჭაჭაზეა დაყენებული, გაუფილტრავია და მუსკატური ტონების გარდა მსხლისა და ყვავილების არომატი ახასიათებს. კარგი მისაყოლებელი იქნება ხორციან სალათებთან, შამფურზე შემწვარ ბოსტნეულთან, ხორციან ფლავებთან.

მ.ხ.
© vinoge.com

არქივი

თებერვალი 2012
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728291234