გამოქვეყნებულია: 25 მარტი, 2013 - 00:35
გადაცემაში ლონდონში გამართული ნატურალური ღვინის გამოფენის შესახებაა საუბარი, სადაც ქვევრის ღვინის ქართველი მწარმოებლებიც წარდგნენ. ერთ-ერთი მათგანი, მალხაზ ჯაყელი, გადაცემის სტუმარია და მასთან ერთად სწორედ ამ ღონისძიების მნიშვნელობის შესახებ ვსაუბრობთ.
სალომე აფხაზიშვილის სიუჟეტში გაიგებთ, რა განათლება სჭირდება მეღვინეს და არის თუ არა ქართული განათლების სისტემა ამ საჭიროების ადეკვატური.
გადაცემაში ასევე მოისმენთ:
• ღვინის კლუბის უფასო ტრენინგების პირველი ტური კახეთში;
• ინფორმაცია, რომელიც ქართული მეღვინეობის ისტორიის შესახებ უნდა ვიცოდეთ;
• საქართველო ღვინის ტურიზმის საერთაშორისო კონფერენციაზე;
• ქართული ღვინის კომპანიები პროვეინზე;
• ღვინის ქართველი მწარმოებლების ხედვა რუსეთის ბაზარზე დაბრუნებასთან დაკავშირებით და ა.შ.
© რადიო "ცხელი შოკოლადი"
თქვენი კომენტარი