Home
ქართული | English
მარტი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

2011 და 2012 წლების მოსავლის შეფასება

მალხაზ ხარბედია

ძვირფასო რადიომსმელებო, შეგახსენებთ, რომ თქვენ უსმენთ გადაცემას "ღვინის გზამკვლევი", რადიო „ცხელი შოკოლადის“ ეთერში, 98.5 FM, გადაცემას უძღვებიან მალხაზ ხარბედია და სალომე აფხაზიშვილი. ახლა მოდით ბოლო ორი წლის მოსავალზე ვისაუბროთ. სამწუხაროდ ძალიან დიდი ხანია საქართველოში აღარავინ აფასებს წელს მევენახეობა–მეღვინეობის თვალსაზრისით. იშვიათად გაიგონებთ საუბრებს იმის შესახებ, თუ როგორი ხარისხის მოსავალი მოვიდა ამათუიმ რეგიონში, რომელი მხარისთვის იყო ყველაზე წარმატებული კონკრეტული წელიწადი. ევროპაში ამაზე მეცნიერთა და ღვინის ექსპერტების მთელი ჯგუფები მუშაობენ, რომლებიც მჭიდროდ თანამშრომლობენ მევენახეებთან და ამის გამოა, რომ ზოგიერთ რეგიონში უკანასკნელი რამდენიმე ასწლეულის დეტალური მონაცემებიც აქვთ. ეს ე.წ. მილეზიმების ტაბულა ღვინის მყიდველსაც ეხმარება, რომელსაც სურს იცოდეს, რომელი უფრო წარმატებული წელი იყო, ვთქვათ, წინანდლისთვის, 2009 თუ 2010.

ამ მხრივ ჯერ კიდევ ყველაფერი წინაა საქართველოში და ჩემი სიტყვები შეიძლება ბევრს სასაცილოდაც არ ეყოს, თუმცა,  ჯერ კიდევ არ არის გვიანი უკანასკნელი წლების და უფრო ძველი მონაცემებიც აღვადგინოთ. ღვინის კლუბში უკვე ვმუშაობთ ასეთი მილეზიმების ტაბულაზე, სადაც რეგიონების და წლების მიხედვით დაიწერება ქულები და ვარსკვლავები და შეფასდება მოსავლები საქართველოს მეღვინეობის ყველა რეგიონისთვის. დღევანდელ გადაცემაში პირველი მცდელობა გვექნება ზოგადად დავახასიათოთ ბოლო ორი წლის ვინტაჟი, ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორი გავლენა იქონია წელიწადმა მოსავალზე. ამ მონაცემებისთვის ჩვენ 20–მდე ქართველი მევენახე გამოვკითხეთ.

პირველ რიგში 2011წლით დავიწყოთ, რომელიც ბევრი მევენახის აზრით, უცნაურ წლად უნდა შევაფასოთ, თუმცა, ზოგიერთ ზონაში საკმაოდ კარგი შედეგიც იყო.წელი განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა ნაფარეულისა და ქინძმარაულის მხარისთვის. ზოგიერთი მევენახის აზრით, კლიმატური პირობების თვალსაზრისით, 2011 წელიერთ–ერთი საუკეთესო იყო. ცივი ზამთრის შემდეგ საკმაოდ თანაბარი და გრილი გაზაფხული დადგადა ვეგეტაციის პერიოდი მაისის პირველ კვირეულში დაიწყო, ზოგან კი მოსავალი რთვლამდე ისე მივიდა,რომ ვენახში საერთოდ არ გაჩენილაარც სოკოვანიდაავადებებიდა არც ვაზის მავნებლები. მავნებლებს მაინცდამაინც არც ალაზნის მარჯვენა ნაპირზე უმძლავრიათ, თუმცა რთველი ძალიან დაგვიანდა და ამის მიუხედავად, შაქრიანობა მაინც არასაკმარისი იყო, რომ აღარაფერი ვთქვათ კლერტის სიმწიფეზე, რაც აუცილებელი პირობაა ქვევრის კახური ღვინოებისთვის. ქინძმარაულის ზონაში მთელი სექტემბრის მანძილზე შაქრიანობა 22-23% ვერ გადაცდა, ბევრმა მევენახემ იჩქარა და დროზე ადრე დაკრიფა ყურძენი, თუმცა მათ, ვისაც მოთმინება ეყო, შესანიშნავი მოსავალი აიღეს. 

ქართლში ზამთარი ზომიერად ცივი და უნალექო იყო, გაზაფხული და ზაფხული კი ყველაზე წვიმიანი და ცივი გამოდგა ბოლო წლების მანძილზე. ყურძენი აქაც გვიან დამწიფდა, რთველი აქტიურ ფაზაში, ოქტომბრის დასაწყისში,ოქტომბრისშუა რიცხვებში შევიდა. შედარებით გვიანი რთველის შედეგად ზოგიერთმა ძალიან ძლიერი, 14%–იანი ღვინოც კი მიიღო. 

იმერლები წესით ყველაზე კმაყოფილები უნდა ყოფილიყვნენ 2011 წლით. წინა, რამდენიმე პრობლემური წლის შემდეგ იდეალური მოსავალი მოვიდა იმერეთში. ზამთარი ზომიერად ცივი იყო, უხვი ნალექებით. გაზაფხულის დასაწყისიცცივი და ნალექიანი იყო, აპრილ–მაისში კარგად დათბა და ვეგეტაციამად შესანიშნავად ჩაიარა, ზაფხულიც მშრალი იყო, დაავადებები არ გავრცელებულა, ცხელმა აგვისტომ და ზომიერმა სექტემბერმა კი საბოლოო კონდიციამდე მიიყვანა ყურძენი. ოქტომბრის შუა რიცხვებში იმერეთში უკვე აქტიური რთველი მიმდინარეობდა.

ძალიან მაღალი შაქრიანობის გამო ბევრგან (მაგ. სვირში, ობჩაში და სხვ.) უჩვეულოდ ძლიერი თეთრი ღვინოები დადგა (13,5%), ხოლო მათ, ვინაც ოცხანური საფერე პირველ თოვლამდე არ დაკრიფეს, ძალზეღრმა და ძლიერი წითელი ღვინოები გამოუვიდათ. 

რაჭაში 2011 წელს შედარებით თბილი ზამთარი იყო, ვეგეტაცია ადრე დაიწყო, ზაფხული ცხელი გამოდგა, თუმცა ვენახებზე საგრძნობი უარყოფითი გავლენა არ მოუხდენია. ზოგადად, 2011 წელი წარმატებულ წლად შეიძლება შეფასდეს რაჭისთვის, რასაც ვერ ვიტყვით ლეჩხუმზე, სადაც ძალიან დაზარალდა მოსავალი.

გურია–სამეგრელოში და აჭარაში საკმაოდ რთული წელი იყო, წვიმებით, დაბალი ტემპერატურითა და ნაადრევი თოვლით, თუმცა ჩხავერის და ოჯალეშის მოსავლით მაინც კმაყოფილები არიან მევენახეები. ამ წლის ჩხავერი, მაგალითად, წინა წლისაზე გაცილებით მაღალმჟავიანი და ხალისიანი გამოვიდა.

ეს რაც შეეხებოდა 2011 წელს.

2012 წელი ძალიანმძიმე აღმოჩნდა კახეთისთვის, უხვნალექიანი და ხანგრძლივი ზამთრის შემდეგ ცხელი გაზაფხული დაიწყო და ვაზმა დროზე ადრე იყვავილა. ხანგრძლივ და ცხელ ზაფხულს სტიქიაც დაემთხვა, 19 ივლისს რეგიონში აქამდე არნახული სეტყვა მოვიდა, რომელსაც გრიგალიც დაერთოდა ძალიან დიდი ზიანი მიაყენაკახეთის ყველა რაიონს, განსაკუთრებით კი გურჯაანისა და თელავის რაიონებს. ალაზნის მარჯვენა ნაპირი, მათ შორის ისეთი ადგილწარმოშობები, როგორიცაა ახაშენი, მუკუზანი, ვაზისუბანი, წინანდალი, ძალიან დაზარალდა. შედარებით უკეთესი მდგომარეობა იყო ალაზნის მარცხენა ნაპირზე, ნაფარეული, ენისელი, შილდა, ქინძმარაულის ზონაში, თუმცა ბევრი სოფელი აქაც დაისეტყვა. ამ წელს კახეთში რთველი უჩვეულოდ ადრე დაიწყო, თუმცა ვისაც მოსავალი გადაურჩა, უკმაყოფილოები ნამდვილად არ არიან, ეს განსაკუთრებით შეეხება ისევ და ისევ ალაზნის მარცხენა ნაპირის ღვინოებს, რომელიც ზოგიერთის აზრით, წელს სხეულიანი, მაღალშაქრიანი და მაღალალკოჰოლიანი იქნება, დაძველების დიდი პოტენციალით.

დანარჩენ საქართველოში წელმა ზოგადად საკმაოდ წარმატებულად ჩაიარა. იყო რისკებიც, თუმცა საბოლოო ჯამში მაინც კმაყოფილები არიან მევენახეები. ქართლმა წელს ერთ–ერთი ყველაზე ცივი ზამთარი გამოიარა. გაზაფხული ზომიერად ნალექიანი, ხოლო ზაფხული საკმაოდ ცხელიიყო. აქაც თავიდანვე გამოჩნდა, რომ მოსავალი გაცილებით ადრე დამწიფდებოდა. აგვისტოში კი ყურძენი უკვე სიმწიფეში შევიდა, ყოველ შემთხვევაში, ვიზუალურად. საბოლოო კონდიციას ქართლის ყურძენმა სექტემბრის ბოლოს მიაღწია.

იმერეთში ხანგრძლივი ზამთრისა და ცივი გაზაფხულის გამო ვეგეტაცია გვიან დაიწყო, თუმცა ძალიან სწრაფად განვითარდა, ზაფხულის პირველი ნახევარი ძალიან გრილი იყო, აგვისტო კი რეკორდულად ცხელი, რის გამოც იმერეთშიც ერთიორი კვირით ადრე დაიწყო რთველი.

რაჭაშიც, ვეგეტაცია ადრე დაიწყო, ზაფხულში კი გამოჩნდა, რომ რთველის დრო ჩვეულებრივზე 10–12 დღით ადრე დადგებოდა.

გურია–სამეგრელოში პირიქით, დაგვიანდა ვეგეტაცია და წლის განმავლობაშიც გარკვეული დაბრკოლებებიც შეექმნა ვაზს, თუმცა ძალიან თბილმა და ზომიერმა შემოდგომამ კარგად დაამწიფა ყურძენი და მოსავალიც ხარისხიანი მოვიდა. წინა წელთან შედარებით, წლევანდელი წელი უფრო უხმოსავლიანიც იყო.

2012 წლის ღვინოებზე, მის ხარისხზე თუ ხასიათზე, ცხადია ჯერ ლაპარაკი ადრეა, საბოლოო შედეგები გაზაფხულზე გამოჩნდება და, თქვენ თავად შეგიძლიათ შეაფასოთ ბოლო მოსავლის ღვინო ჩვენთან, ახალი ღვინის ფესტივალზე. 2011 წლის ან უფრო ძველი მოსავლის ღვინოებს რაც შეეხება, ამაზე მომდევნო გადაცემებშიც ვისაუბრებთ. მთავარია გვახსოვდეს, რომ ღვინო, არამხოლოდ ჯიშებითა და ადგილწარმოშობებით განსხვავდება ერთმანეთისგან, არამედ მოსავლის წლებითაც.

© რადიო "ცხელი შოკოლადი"

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული