Home
ქართული | English

მულტიმედია

კომენტარები

ქათამი მდოგვის მარინადში

საჭირო მასალა: 1 ცალი 1,5-2 კგ-იანი ქათამი, 10 კბილი გაუფცქვნელი ნიორი.

მარინადისთვის: 1 ს.კ. თესლიანი მდოგვი, 1 ჩ.კ. პაპრიკა, 1 ჩ.კ. კურკუმა, 2 ს.კ. მაიონეზი, 2 ს.კ. მაწონი ან არაჟანი, 1 ს.კ. თაფლი, 1 ს.კ. ლიმონის წვენი, მარილი და შავი პილპილი – გემოვნებით. 

მომზადება: თასში ავურიოთ მარინადის ინგრედიენტები. ქათამი ოთხად გავჭრათ, წავუსვათ მარილი, პილპილი და მომზადებული ნარევი. ქათმის ხორცი 3-4 საათით გავაჩეროთ მაცივარში, შემდეგ კი გადავიტანოთ თიხის ჭურჭელში, დავასხათ 1/4 ჭიქა წყალი, ზემოდან დავაწყოთ ნიორის კბილები, გადავაფაროთ ფოლგა და შევდგათ 250 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 40-45 წუთით, შემდეგ გადავაცალოთ ფოლგა, რომ ზემოდან შეიბრაწოს.

© ღვინის კლუბი/Weekend

არქივი

მაისი 2012
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123