Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

იხვის მკერდი ტერიაკის სოუსით

საჭირო მასალა: 30 გ ნედლი ჯანჯაფილი, 1 კბილი ნიორი, 4 ს.კ. სოიის სოუსი, 2 ს.კ. საკე ან თეთრი მშრალი ღვინო, 2 ს.კ. ქუნჯუთის მარცვლები, 0,5 ს.კ. ქათმის ბულიონის ფხვნილი, 4 ს.კ. შაქარი, 2 ს.კ. სახამებელი, 250 გ იხვის მკერდის ნაჭრები, რამდენიმე ღერი პრასი, ცოტა ზეთი, მარილი, პილპილი – გემოვნებით.

მომზადება: ჯანჯაფილი და ნიორი გავხეხოთ. 125 მლ წყალი, სოიის სოუსი, საკე, ქუნჯუთის მარცვლები, ბულიონის ფხვნილი, შაქარი, ჯანჯაფილი და ნიორი ერთად წამოვადუღოთ. 2 ს.კ. წყალში გავხსნათ სახამებელი და მდუღარე წვენში ჩავასხათ, თან ვურიოთ. სოუსი 2-3 წუთი ვადუღოთ, შემდეგ კი გავაგრილოთ.

იხვის ხორცი გავრეცხოთ და კარგად შევამშრალოთ. კანი ჩანგლით ან ჩხირით დავუჩხვლიტოთ. ქუნჯუთის მარცვლები უცხიმოდ მოვხალოთ. იხვის ხორცის ნაჭრები კარგად გახურებულ, ზეთდასხმულ ტაფაზე მოვათავსოთ და თითოეული მხრიდან 3-4 წუთის განმავლობაში შევბრაწოთ. მოვაყაროთ მარილი და პილპილი. ხორცი უნდა დარბილდეს. შემწვარი იხვის ხორცი ფოლგაში შევახვიოთ და 4-5 წუთი ასე გავაჩეროთ. იხვის ხორცს მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი პრასი და მოვასხათ მომზადებული ტერიაკის სოუსი. ზემოდან მოვაყაროთ ქუნჯუთის მარცვლები. 

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.