Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

დუშბარა - აზერბაიჯანული პელმენები

ცხვრის ხორცი - ნახევარი კილოგრამი
ფქვილი - 2 ჭიქა
კვერცხი - 1 ცალი
2 თავი ხახვი
ერბო - 2 სადილის კოვზი
ღვინის ძმარი, 2 სადილის კოვზი
პიტნა, ქინძი, პილპილი, მარილი

ცხვრის ხორცი გავათავისუფლოთ ძვლებისაგან, ძვლისგან მოვხარშოთ ბულიონი, ხოლო ხორცი გავატაროთ, დავუმატოთ გატარებული ხახვი, მარილი, წიწაკა.
ფქვილისა და კვერცხისაგან მოვზილოთ მაგარი ცომი, ზელვისას გავურიოთ ცოტა მარილი, ცომი დავყოთ პატარა გუნდებად, გავაბრტყელოთ, გაბრტყელებულზე დავდოთ ფარში, დავაფაროთ მეორე ცომი და გვერდით ლამაზად შემოვუხვიოთ. მერე ეს მომზადებული დუშბარები მოვხარშოთ დამარილებულ ბულიონში. როცა ამოტივტივდება, მზადაა. ღრმა თეფშზე ვდებთ რამდენიმე დუშბარას, ვასხამთ ბულიონს, ვაყრით პიტნასა და ქინძს, ვაგდებთ ერბოს პატარა ნაჭერს და ვასხამთ ცოტა ღვინის ძმარს.
 
© makedoniko

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული