Home
ქართული | English
მაისი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
293012345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქოქოსისა და ჩილის სუპი

საჭირო მასალა: 200 გ სტაფილო, 50 გ ნიახურის ძირი, 1 ცალი მანგო, 1 კონა მწვანე ხახვი, 400 გ ქათმის ფილე, 2 ს.კ. ზეთი, 1-2 ჩ.კ. ყვითელი კოჭა (კურკუმა), 500 მლ ბოსტნეულის ბულიონი, 1 ცალი წიწაკა ჩილი, 2-3 ღერი პიტნა, 400 მლ ქოქოსის რძე, 1 ლიმონის წვენი და ცედრა, მარილი – გემოვნებით.

მომზადება: სტაფილო და მანგო გავფცქვნათ. მანგოს ამოვაცალოთ კურკა. მწვანე ხახვი, სტაფილო, მანგო  და ნიახური წვრილად დავჭრათ. ქათმის ხორცი ცხელ ზეთში შევწვათ. მოვაყაროთ მარილი, ყვითელი კოჭა, სტაფილო, მწვანე ხახვი და ცოტა ხანი ვშუშოთ. დავასხათ ბულიონი. თავდახურული ვხარშოთ 6-8 წუთი. წიწაკა შუაზე გავჭრათ, ამოვაცალოთ თესლი და წვრილად დავჭრათ. დავკეპოთ პიტნა. ქოქოსის რძე პიტნასთან და მანგოსთან ერთად დავასხათ მოშუშულ ბოსტნეულსა და ხორცს. მოვაყაროთ მარილი და როცა ადუღდება, მოვასხათ ლიმონის წვენი.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული