გამოქვეყნებულია: 28 იანვარი, 2011 - 16:19

საჭირო მასალა:3 კვერცხი, 1 ჭიქა შაქარი, 1.5 ჭიქა ფქვილი, 250 გ არაჟანი, 0.5 ჩ.კ სოდა, ვანილი გემოვნებით. კრემი - 1 ჭიქა შაქარი, 350 გ არაჟანი
მომზადება: გავთქვიფოთ კვერცხი შაქართან, დავუმატოთ არაჟანი, სოდა, ვანილი, ფქვილი, ჩავასხათ ცხიმწასმულ ფორმაში და გამოვაცხოთ დაბალ ცეცხლზე. გაციებული არაჟანი გავთქვიფოღ შაქართან ერთად. გავჭრათ ბისკვითი, წავუსვათ კრემი და დავაფინოთ მეორე ნახევარი. ზემოდან მოვაყაროთ შაქრის პუდრა.
© ღვინის კლუბი/Weekend
თემა:
გამაფხვიერებელი ან სოდა+ძმარი
ავტორი: sweet girl - 17/02/2011
გამაფხვიერებელი ან სოდა+ძმარი არ უნდა???
- reply
სოდის მოხმარების რამდენიმე
ავტორი: keti adeishvili - 18/02/2011
სოდის მოხმარების რამდენიმე ვარიანტია:
1. ლიმნის წვენში გახსნილი
2. ძმარში გახსნილი
3. ფქვიშლი არეული
4. ფქვილში არეული სახამებელთან ერთად (საერთოდ, გამაფხვიერებელი ფხვნილი წარმოადგენს გარკვეული პროპორციით ერთმანეთში არეულ სახამებლს, სოდას და ლიმონმჟავას, შეგიძლიათ შინაც დაამზადოთ)
5. არაჟანში, მაწონში ან კეფირში არეული
ეს ნებისმიერი ვარიანტი შეგიძლიათ გამოიყენოთ სურვილისა და შესაძლებლობების მიხედვით :)
- reply
მადლობა ქეთი :)
ავტორი: sweet girl - 28/02/2011
მადლობა ქეთი :)
- reply
დღეს ვცადეთ ამ ნამცხვრის
ავტორი: ლიკა - 12/05/2011
დღეს ვცადეთ ამ ნამცხვრის გაკეთება. ფირფიტები გადასარევი გამოვიდა, მაგრამ კრემს ვერაფერი გავუგეთ. ძალიან თხეადი იყო და ვერაფრით ამოვიყვანეთ. შეიძლება არაჟნის ბრალი იყო. ვინც აკეთებთ ზუსტად დამარიგეთ რა, როგორ გავაკეთო ისეთი ამოფუებული კრემი აქ რომ ჩანს სურათზე... ^^
მადლობა!
- reply










