გამოქვეყნებულია: 22 იანვარი, 2013 - 12:30
საჭირო მასალა: 200 გ შავქლიავა, 100 გ ნიგოზი, 2 ფორთოხალი, 200 მლ 38%-იანი ნაღები, 200 გ ნადუღი ან მასკარპონე, 2 ს.კ. შოკოლადის მინანქარი, 2 ჩ.კ. ვანილის შაქარი.
მომზადება: ფორთოხალი გავრეცხოთ, გავამშრალოთ, მოვაჭრათ 1/3, კოვზით ამოვაცალოთ რბილობი და გამოვწუროთ წვენი. შავქლიავები დავჭრათ შუაზე, ნიგოზი დავჭრათ წვრილად და ფორთოხლის წვენთან ერთად ვადუღოთ დაბალ ცეცხლზე, 5 წუთის განმავლობაში. სანამ ნახარში შეგრილდება, ავთქვიფოთ ნაღები, დავუმატოთ ნადუღი და ვანილის შაქარი. ნაღების ნაწილი ავურიოთ ნიგვზიან-ქლიავიან მასაში, ამოვავსოთ ფორთოხლები და მოვრთოთ დანარჩენი ნაღებით. ზემოდან მოვასხათ შოკოლადის მინანქარი.
© ღვინის კლუბი/Weekend
თემა:
თქვენი კომენტარი