საჭირო მასალა: 1300 გ ტკბილი წიწაკა, 200 გ სტაფილო, 700 გ პომიდორი, 0,5 კგ მანჭკვალა სოკო, 0,5 ჭიქა შაქარი, 1 ს.კ. მარილი 1 ჩ.კ. ძმრის ესენცია, 0,5 ჭიქა ზეთი, შავი პილპილი – გემოვნებით.
მომზადება: სტაფილო მსხვილად გავხეხოთ ან დავჭრათ. ტკბილი წიწაკა გავრეცხოთ და დავჭრათ მოგრძო, თხელ ნაჭრებად. პომიდორი ხორცსაკეპ მანქანაში გავატაროთ ან დავაბლენდეროთ. სტაფილო, წიწაკა და პომიდორი მოვათავსოთ ქვაბში. დავუმატოთ მარილი, შაქარი და ზეთი და დავდგათ ცეცხლზე. როდესაც წამოდუღდება, ცეცხლს ჩავუწიოთ და ვხარშოთ 20 წუთის განმავლობაში. შემდეგ შევურიოთ მოხარშული სოკო და შავი პილპილი ვხარშოთ კიდევ 20 წუთი. მოხარშვამდე 2-3 წუთით ადრე ძმრის ესენცია ჩავასხათ და ლეჩო გასტერილებულ ქილებში გადავანაწილოთ, მოვხუფოთ და სანამ არ გაგრილდება, საფარებლით ქვემოთ დავდგათ.
© ღვინის კლუბი/Weekend
თქვენი კომენტარი