Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

მარწყვის რულეტი

საჭირო მასალა: 5 ცალი კვერცხი, 125 გ შაქარი + 1 ს.კ. მოსაყრელად, მწიკვი მარილი, 100 გ ფქვილი, 50 გ სახამებელი.

გულსართი – 600 გ მარწყვი, 500 მლ სქელი ნაღები, 3 ს.კ. შაქრის პუდრი + 1 ს.კ.  – მოსაყრელად.

მომზადება: ღუმელი გავახუროთ 200 გრადუსზე. კვერცხის გული და ცილა გავაცალკევოთ. გულები მოვათავსოთ თასში, დავუმატოთ შაქრის 2/3 და კარგად ავთქვიფოთ. კვერცხის ცილა მწიკვ მარილთან ერთად კარგად ავთქვიფოთ, დავუმატოთ დანარჩენი შაქარი და კვერცხის გულის მასას შევურიოთ, სანამ ერთგვაროვან მასას არ მივიღებთ. დავუმატოთ ფქვილი და სახამებელი. ცომი ქაღალდჩაფენილ, ცხიმწასმულ თუნუქის ფურცელზე დავასხათ და 10-12 წუთი ვაცხოთ. სამზარეულოს ტილოს მოვაყაროთ 1 ს.კ. შაქარი, ზედ მოვათავსოთ გამომცხვარი, ცხელ-ცხელი ბისკვიტი ისე, რომ ქაღალდიანი ძირი ზემოთ მოექცეს, დავასხუროთ ცოტა წყალი, მოვაშოროთ ქაღალდი და ტილოს დახმარებით ფრთხილად გადავახვიოთ, რომ არ დაიმტვრეს. ბისკვიტს ვაცადოთ გაცივება.

მარწყვი დავჭრათ. ნაღები შაქრის პუდრთან ერთად გავთქვიფოთ. გაგრილებული ბისკვიტი ფრთხილად გავშალოთ, წავუსვათ კრემი, მოვაყაროთ მარწყვი და კვლავ გადავახვიოთ. ცოტა მარწყვი და ნაღები დავტოვოთ, რომ რულეტი მოვრთოთ. ნამცხვარი 1 საათით მაცივარში შევდოთ. სუფრაზე მიტანის წინ მოვაყაროთ შაქრის პუდრი.

© ღვინის კლუბი /Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული