Home
ქართული | English
დეკემბერი 2023
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
27282930123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

იაპონური სამზარეულოს ფილოსოფია

მრავალრიცხოვან მკვლევართა აზრით, იაპონელთა დღეგრძელობისა და ჯანმრთელობის საიდუმლო სწორ კვებაშია. თვითონ იაპონელები თავიანთ ტრადიციულ სამზარეულოს ვასოკუს (Washoku) უწოდებენ, რაც თარგმანში ,,კვების ჰარმონიას” ნიშნავს. ვასოკუ 5 პრინციპს ეფუძნება – საჭმელი უნდა იყოს:

ხუთი ფერის: წითელი, ყვითელი, მწვანე, შავი და თეთრი.
ხუთი გემოს: მარილიანი, მჟავე, ტკბილი, მწარე და ცხარე.
ხუთნაირად მომზადებული: წყალში მოხარშული, ორთქლზე მოხარშული, ნელი დუღილით მომზადებული, შემწვარი და დამარინადებული.
უნდა ამოქმედდეს ხუთივე შეგრძნება: მხედველობა, სმენა, შეხება, ყნოსვა, გემო.
სუფრასთან მისაღებია ხუთი გრძნობა: ფიზიკურად და სულიერად დანაყრება, მადლიერება სტუმრების, მზარეულის, ფერმერების, მეთევზეების და ა.შ. მიმართ.
თანამედროვე დიეტოლოგები თვლიან, რომ ეს სწორედ ის პრინციპებია, რომლებსაც ეფუძნება ოფიციალური დიეტოლოგია, ვინაიდან ის ზუსტად საკვების მრავალფეროვნებასა და მისი მომზადების სხვადასხვანაირ ტექნოლოგიას გულისხმობს.
 
© ღვინის კლუბი/“Weekend“
 
 
 


ძალიან საინტერესო პოსტია. იაპონული სამაზარეულო ქართულის შემდეგ ჩემთვის ყველაზე გემრიელია :)

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.