Home
ქართული | English
ოქტომბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ფალუსტაკი

ერთი გირვანქა ფქვილი გამტკიცეთ და სინზე დაყარეთ, შემოდგით ცეცხლზე და თან აურიეთ, რომ გახურდეს; შემდეგ დაასხით ერთი სტაქანი ერბო და კარგად დაშუშეთ, არ დაწოთ კი, დააწითლეთ; დახედეთ, თუ კარგად არ იყოს აფშრუკული, ერბო კიდევაც დაუმატეთ და თან ხის კოვზით კარგად გაშალეთ, მურკლი აღარა ჰქონდეს; მერე გემოთი ნახეთ, უმის სული არა სდიოდეს ფქვილსა; შემდეგ ზედ დაასხით წამოდუღებული და ქაფ-მოხდილი თაფლი, რაოდენიც იმას ასვრემს, დაზილეთ და გადმოდგით, სიტკბო ნახეთ, თუ აკლდეს, თაფლი კიდევ დაუმატეთ; მერე ბლუდზე ყველის კვერეულივით გააკეთეთ მრგვლად და შეინახეთ, რომ გაცივდეს, დანით მოთალეთ და მიართვით.

 
მასალად საჭიროა: ფქვილი - ერთი გირვანქა, თაფლი - ერთი გირვანქა, ერბო - ნახევარი გირვანქა ანუ ცოტა მეტი. მარილის მეტ-ნაკლებობას ვარაუდით უნდა მიხვდეთ და ისე მისცეთ.
 
ბარბარე ჯორჯაძე

 

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული