Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

წიწაკისა და ბულგურის სალათა

საჭირო მასალა: 250 მლ პამიდვრის წვენი, 100 გ ბულგური, 400 გ ახალი სტაფილო, 1 ს.კ. ქინძის თესლი, 3 ს.კ. ზეითუნის ზეთი, 1,5 ს.კ. თხელი თაფლი, 0,5 ლაიმი, 1 ცალი ტკბილი ყვითელი წიწაკა, 0,5 კონა მწვანე ხახვი, 1 კბილი ნიორი, 4 ღერი ქინძი, მარილი, წიწაკა – გემოვნებით.

მომზადება: პამიდვრის წვენი ქვაბში წამოვადუღოთ, შევურიოთ ბულგური და ტილოამოკრული სახურავი დავაფაროთ. თბილად დავდგათ  35 წუთის განმავლობაში. ამასობაში სტაფილო დავჭრათ. ქინძის თესლი დავფქვათ. ტაფაზე გავაცხელოთ ზეთი, დავუმატოთ სტაფილო და მოვშუშოთ. ქინძის თესლი, მარილი და წიწაკა ავურიოთ, დავასხათ 5 ს.კ. წყალი, დავუმატოთ სტაფილოს და თავდახურული 7-8 წუთი ვშუშოთ. დავუმატოთ თაფლი და სახურავი მოვხადოთ. 1-2 წუთში გადმოვდგათ ცეცხლიდან. ლაიმი გავწუროთ. წიწაკა სიგრძეზე გავჭრათ, ამოვაცალოთ თესლი და დავჭრათ. დავჭრათ მწვანე ხახვი. ნიორი დავნაყოთ. ყველაფერი თასში ავურიოთ. ქინძი გავრეცხოთ და ფოთლები დავჭრათ. ყველა ინგრედიენტი ავურიოთ, დავუმატოთ ლაიმის წვენი, მარილი, წიწაკა და ზეთი.

© ღვინის კლუბი /Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული