Home
ქართული | English
იანვარი 2022
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31123456

მულტიმედია

კომენტარები

ტკბილი წიწაკა ბადრიჯნის სატენით

საჭირო მასალა: 4 კგ ტკბილი წითელი წიწაკა, 3 კგ ბადრიჯანი, 3 თავი სახეხზე გახეხილი ნიორი. ზეთი – შესაწვავად. მარილი – გემვნებით.

მარინადისთვის – პომიდვრის წვენი, 2 ჭიქა შაქარი, 1 ჭიქა ძმარი, 100 გ ზეთი.

მომზადება: წიწაკებს მოვაჭრათ ყუნწები, ამოვცალოთ თესლი და 5 წუთით ჩავყაროთ მდუღარე წყალში ყუნწებთან ერთად. ბადრიჯანი გავფცქვნათ, პატარა ნაჭრებად დავჭრათ და მოვაყაროთ მარილი და ზეთში მსუბუქად მოვბრაწოთ. ბადრიჯანს ავურიოთ გახეხილი ნიორი და მოვათავსოთ წიწაკებში. წიწაკები ჩავაწყოთ ქილებში და დავასხათ პომიდვრის წვენით, შაქრით, ძმრითა და ზეთით მომზადებული მარინადი. ქილები გავასტერილოთ 40 წუთის განმავლობაში.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული