Home
ქართული | English
ივნისი 2019
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

მულტიმედია

კომენტარები

სალათის ფოთლების რულეტები კუსკუსით

საჭირო მასალა: 1 ღერი დარიჩინი, 200 გ კუსკუსი, 1 ს.კ. დარბილებული კარაქი, 12 ს.კ. ფორთოხლის წვენი, 2 ს.კ. ქიშმიში, 2 ს.კ. ნუშის ფანტელი, 12 ცალი საშუალო ზომის ახალი სალათის მკვრივი ფოთლები, 4 ს.კ. თეთრი ღვინის ძმარი, 6 ს.კ. ზეთი, 2 ს.კ. თაფლი, მარილი, პილპილი - გემოვნებით.

მომზადება: 200 მლ მარილიან წყალში ჩავაგდოთ დარიჩინი და წამოვადუღოთ, შევურიოთ კუსკუსი, გადმოვდგათ ცეცხლიდან, თავდახურული დავტოვოთ და 3 წუთში დავუმატოთ პილპილი, მარილი, კარაქი, 4 ს.კ. ფორთოხლის წვენი, ქიშმიში და ნუში. გარეცხილი სალათის ფოთლები 20 წამით მოვათავსოთ მდუღარე მარილიან წყალში, გადავავლოთ ცივი წყალი და შევაშროთ. თითოეულ ფოთოლში გავახვიოთ კუსკუსის გულსართი. თაფლი, ძმარი, დანარჩენი ფორთოხლის წვენი, ზეთი, მარილი და პილპილი ავურიოთ და მოვასხათ რულეტებს.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.