Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

რიზოტო

საჭირო მასალა: 300 გ ბრინჯი, 300 გ კომბოსტო, 130 გ ლობიო, 100 გ საქონლის მკერდის ნაჭერი, 2 ღერი ნიახური, 1 თავი ხახვი, 1 ცალი სტაფილო, 3 ცალი პამიდორი, 50 გ ზეთი, 1.2 ლ ხორცის ბულიონი, 125 მლ წითელი ღვინო, მარილი, პილპილი - გემოვნებით.

მომზადება: კომბოსტო დავშალოთ ფურცლებად და წვრილად დავჭრათ. წვრილად დავჭრათ აგრეთვე ნიახური, სტაფილო კი – მოგრძო, თხელ ნაჭრებად. პამიდორს გადავავლოთ მდუღარე წყალი, მოვაშოროთ კანი და თესლები და წვრილად დავჭრათ. ბოსტნეულს დავუმატოთ წინდაწინ 12 საათის განმავლობაში წყალში ჩამბალი ლობიო და 2 საათის განმავლობაში ვხარშოთ თავდახურულ ჭურჭელში. ხახვი წვრილად დავჭრათ და ზეთში, ხორცის ნაჭრებთან და ბრინჯთან ერთად 3 წუთის განმავლობაში მოვშუშოთ. შემდეგ დავასხათ ღვინო და ვადუღოთ მუდმივი მორევით ღვინის ამოშრობამდე. თანდათანობით დავუმატოთ ბოსტნეული და ბულიონი. ვხარშოთ კიდევ 15 წუთი.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული