Home
ქართული | English
მარტი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

კაპონატა

საჭირო მასალა: 3 ცალი ბადრიჯანი, 5 ცალი პამიდორი, 500 გ დაჭყლეტილი პამიდორი თავისი წვენით, 2 ს.კ. კედრის თესლი, 2 ს.კ. დაფქული ნუში, 1 ს.კ. დაფქული ფსტა, 2 ს.კ. ქიშმიში, 50 გ კაპარი, 1 კონა ბაზილიკი ან რეჰანი, 60 მლ თეთრი ღვინის ძმარი, 2 ს.კ. შაქარი, მწიკვი თავშავა, მარილი, ფქვილი, ზეითუნის ზეთი.

მომზადება: რეჰანი წვრილად დავჭრათ. პატარა კუბებად დავჭრათ პამიდვრები. დავუმატოთ რეჰანის ნახევარი, კაპარის 2/3, თავშავა, 3 ს.კ. ზეთი და სქელძირიანი ქვაბით 5 წუთით დაბალ ცეცხლზე დავდგათ. შემდეგ დავუმატოთ დაჭყლეტილი პამიდორი, შაქარი, მარილი, დავახუროთ სახურავი და 15 წუთი დაბალ ცეცხლზე ვშუშოთ. ამასობაში 2X2 სმ. კუბებად დავჭრათ ბადრიჯანი, მოვაყაროთ მარილი, ამოვავლოთ ფქვილში და გაცხელებულ ზეთში შევწვათ. შემწვარი ბადრიჯნის ნაჭრები საშრობ ქაღალდზე გადავიტანოთ. პამიდვრის მასა ავთქვიფოთ ბლენდერში, დავუმატოთ დანარჩენი კაპარი, რეჰანი, ქიშმიში, კედრის თესლი, ნუში, ფსტა და კიდევ ერთხელ ავთქვიფოთ. როდესაც ბადრიჯანი და პამიდვრის სოუსი შეგრილდება, ავურიოთ ერთმანეთში, დავუმატოთ ძმარი და 4-5 საათი გავაჩეროთ.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული