Home
ქართული | English
მარტი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

გენუის მინესტრონე

საჭირო მასალა: 150 გ პასტა, 700 გ კარტოფილი, 300 გ ცუკინი, 300 გ ხმელი ლობიო, 200 გ მწვანე ლობიო, 200 გ გოგრა, 200 გ წითელი ფხალი, 2 ღერი ნიახური, 1 თავი ხახვი, ცივი გამოხდის ზეითუნის ზეთი, მარილი, პილპილი - გემოვნებით. პესტოსათვის – 1 კონა რეჰანი, 1 კბილი ნიორი, 25 გ პარმეზანი, 25 გ ყველი პეკორინო, მარილი, ზეითუნის ზეთი.

მომზადება: პესტოს ინგრედიენტები დავაქუცმაცოთ სამზარეულოს კომბაინში. წინა დღით დამბალ ლობიოს გამოვუცვალოთ წყალი და მოვხარშოთ. ქვაბში მოვათავსოთ მოხარშული ლობიო, კუბებად დაჭრილი კარტოფილი, ცუკინი, გოგრა, ნიახური, ხახვი, მწვანე ლობიო, დავასხათ 3 ლ წყალი და ვხარშოთ 20 წუთი. მოვაყაროთ მარილი, პილპილი, მოვასხათ ზეთი. დავუმატოთ დაჭრილი წითელი ფხლის ფოთლები და ვხარშოთ კიდევ 10 წუთი. შემდეგ ჩავამატოთ პასტა და ყურადღებით ვხარშოთ, რომ არ ჩაიხარშოს. მზა მინესტრონეს დავუმატოთ პესტო და ავურიოთ. 

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.