Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

დამარინადებული ბოსტნეული

საჭირო მასალა: 30 გ ქიშმიში, 1 ს.კ. ქინძის თესლი,  1 ს.კ. კამის თესლი, 12 ს.კ. თეთრი ღვინის ძმარი, 50 გ შავი ზეთისხილი, 1 ს.კ. პილპილის მარცვლები, 4 კბილი ნიორი, 4 ცალი დაფნის ფოთოლი,  250 მლ ზეითუნის ზეთი, 250 გ ახალი სტაფილო, მწიკვი ზაფრანა, 250 გ ყვავილოვანი კომბოსტო, მარილი, შაქარი – გემოვნებით.

მომზადება: ქიშმიში მდუღარე წყალში დავალბოთ. ქინძისა და კამის თესლი ტაფაზე მოვხალოთ. ქიშმიში გადავწუროთ. ქინძისა და კამის თესლს დავასხათ ძმარი და ზეთი, დავაყაროთ მარილი, ქიშმიში, ზაფრანა და ადუღებამდე მივიყვანოთ. სტაფილო გავასუფთავოთ, მოვაჭრათ მწვანე ნაწილი და მდუღარე მარილიან წყალში 3-4 წუთი ვხარშოთ, შემდეგ გადავწუროთ. ყვავილოვანი კომბოსტო დავყოთ პატარა ყვავილედებად, ჩავყაროთ მდუღარე მარილიან წყალში და ვხარშოთ 4-5 წუთის განმავლობაში, შემდეგ გადავწუროთ და ცივი წყალი გადავავლოთ. ბოსტნეულს დავასხათ მარინადი და 3-4 საათი გავაჩეროთ. ასე მომზადებული ბოსტნეული მაცივარში შეგვიძლია 4-5 დღის განმავლობაში შევინახოთ.

© ღვინის კლუბი /Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული