Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ბროკოლის წვნიანი იოგურტით

საჭირო მასალა: 2 ს.კ. კარაქი, 2 კბილი დანაყილი ნიორი, 2 სავსე ჭიქა დაჭრილი ბროკოლი, 0,5 ჩ.კ. მარილი, 2 ჭიქა ბოსტნეულის ბულიონი, 1 ს.კ. ფქვილი, 70 მლ ცხიმიანი იოგურტი ან მაწონი, 60 მლ თბილი წყალი, 0,5 Eჭიქა გახეხილი ყველი ჩედერი, პილპილი - გემოვნებით.

მომზადება: ქვაბში გავაცხელოთ 1 ს.კ. კარაქი, დავუმატოთ ნიორი და 2 წუთის განმავლობაში ვშუშოთ. დავუმატოთ ბროკოლი და როცა დაიბრაწება, დავაყაროთ მარილი. ცეცხლს დავუწიოთ და თავდახურული 7-5 წუთი ვშუშოთ. დავასხათ ბოსტნეულის ბულიონი. ცალკე გავადნოთ დარჩენილი კარაქი, დავუმატოთ ფქვილი და მოვურიოთ. ფქვილი რომ გაოქროსფრდება, დავუმატოთ თბილ წყალში გახსნილი იოგურტი ან მაწონი და წამოდუღებისთანავე შევურიოთ ყველი. როცა ყველი გადნება, ტაფა ცეცხლიდან გადმოვდგათ. წვნიანი ბლენდერით ავთქვიფოთ, დავუმატოთ ყველისა და იოგურტის სოუსი, პილპილი და მომზადებისთანავე მივირთვათ.

© ღვინის კლუბი /Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული