Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ბლინის სუში

საჭირო მასალა: 100 მლ რძე + 1 ს.კ. რძე, 2 ცალი კვერცხი, 80 გ ფქვილი, 1/4 ს.კ. ცხარე პაპრიკა, 2 ცალი მოზრდილი პამიდორი, 1 ს.კ. საშუალო სიცხარის მდოგვი, 1 ს.კ. ძმარი, 1 ს.კ. შაქარი, 2 ს.კ. ზეითუნის ზეთი, 4 ცალი მწვანე სატაცური, 200 გ ორმაგი ნაღების ყველი, 1 პატარა კონა წიწმატი, 4 ს.კ. ზეთი, მარილი, წიწაკა – გემოვნებით.

მომზადება: სატაცური 10 წუთის განმავლობაში მდუღარე მარილიან წყალში მოვათავსოთ და მოვხარშოთ, შემდეგ გადავწუროთ. ყველი და რძე ერთად ავურიოთ. წიწმატს ფოთლები მოვაჭრათ. 100 მლ რძე, კვერცხი, ფქვილი, პაპრიკა და მარილი ავთქვიფოთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. პამიდვრებს თესლი ამოვაცალოთ და ოთხად გავჭრათ. თესლში ავურიოთ მდოგვი, მარილი, წიწაკა, ძმარი, შაქარი და ბლენდერით ავთქვიფოთ. შევურიოთ ზეითუნის ზეთი. ცომისგან ბლინები გამოვაცხოთ ტაფაზე და ყველის მასა წავუსვათ. ზედ გადავანაწილოთ წიწმატის ფოთლების ნახევარი, დავაწყოთ სატაცურის ნაჭრები და გადავახვიოთ, შემდეგ პატარა ნაჭრებად დავჭრათ და მომზადებული დრესინგი მოვასხათ.  ზემოდან დარჩენილი წიწმატის ფოთლები მოვაყაროთ.

© ღვინის კლუბი /Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.