Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ბელგიური ბრინჯის ღვეზელი

საჭირო მასალა: გულსართისთვის – 1 ლ რძე, 125 გ შაქარი, მწიკვი ვანილი, მწიკვი მარილი, 175 გ მრგვალი ბრინჯი.

ცომისთვის – 300 გ ფქვილი, 1 ს.კ. მშრალი საფუარი, 50 გ შაქარი, 3 ცალი კვერცხი, 125 მლ თბილი რძე, 100 გ გამდნარი და შეგრილებული კარაქი.

მომზადება: გულსართისთვის რძე და შაქარი ავურიოთ, დავუმატოთ ვანილი, მარილი და ავადუღოთ. დავუმატოთ ბრინჯი და როცა ადუღდება, ასე ცხლად დავტოვოთ 45 წუთის განმავლობაში, რომ კარგად დალბეს. შემდეგ ბრინჯი 2-3 საათის განმავლობაში უნდა გაცივდეს.

მოვამზადოთ ცომი: თასში ჩავყაროთ ფქვილი და შევურიოთ საფუარი. დავუმატოთ შაქარი, ვანილის შაქარი, 1 ცალი კვერცხი, რძე, კარაქი და მოვამზადოთ ცომი. მზა ცომს გადავაფაროთ ტილო და თბილად დავდგათ ასაფუებლად. აფუებული ცომი გავაბრტყელოთ და 28 სმ დიამეტრის ფორმაში მოვათავსოთ ისე, რომ 3 სმ-ზე გვერდებზეც ამოვიდეს. დარჩენილი კვერცხი ავთქვიფოთ, 1 ს.კ. შევინახოთ, დანარჩენი კი ბრინჯის მასაში ავურიოთ და ცომჩაფენილ ფორმაში მოვათავსოთ. ზემოდან წავუსვათ 1 ს.კ. გათქვეფილი კვერცხი და 25-30 წუთის განმავლობაში 190 გრადუსზე გამოვაცხოთ. მზა ღვეზელი 2 საათის შემდეგ დავჭრათ.

© ღვინის კლუბი /Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული