Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ყურძნის ჩაბარების პირველი ხუთწლედი

ნონა გვილავა
მას შემდეგ, რაც რუსეთის ხელისუფლებამ მის ტერიტორიაზე ქართული ღვინის შეტანა აკრძალა, გლეხებისთვის უხვი მოსავალი ტრაგედიად იქცა. არავინ იცის სად წაიღოს ამდენი ყურძენი ან სად გაყიდონ ქართული ღვინო. საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა კახელების დასახმარებლად შემუშავებული პროგრამა ბიზნესმენებს აიძულებს, უნდათ თუ არ უნდათ, აუცილებლად შეისყიდონ წინასწარ განსაზღვრული რაოდენობის ყურძენი. შესყიდულ ყურძენს რა უყონ არც ამ ბიზნესმენებმა იციან, მაგრამ პრეზიდენტის პროგრამას ეს აღარ აინტერესებს. მთავარია კახელებმა გაუყიდავი მოსავლის გამო ბუნტი არ მოაწყონ.
სამეგრელოს რეგიონი ყურძნის შესყიდვაში მოწინავეა, ისევე როგორც ნაციონალების ან პრეზიდენტ სააკაშვილის ხმების მოპოვებაში. გუბერნატორი გოროზია ყველაფერში ჩემპიონია, რასაც თავადაც სიამაყით აღნიშნავს. შარშან რეგიონმა 350 ათასი ტონა ყურძენი შეისყიდა. წელსაც დაახლოებით იგივე რაოდენობის შეძენას აპირებენ. როგორც გოჩა გეგენავამ გვითხრა, რომელიც ამ პროგრამას კურირებს სამეგრელოში, სამეგრელო წელსაც აქტიურობს და კახელი გლეხები ამისათვის მადლობასაც უხდიან.
პრეზიდენტის პროექტს ბევრი ბიზნეს-ორგანიზაციის ხელმძღვანელი უარყოფითად აფასებს. ერთ-ერთი მათგანი გვეუბნება, რომ საბჭოთა კავშირის დროსაც კი არ აიძულებდნენ სხვადასხვა პროდუქციის ნების საწინააღმდეგოდ შესყიდვას. `5 ტონა ყურძენი რად მინდა? სად წავიღო? თითქმის მეოთხე წელია ერთი და იგივე მეორდება, მერის წარმომადგენელმა დამირეკა და მითხრა, წელს რამდენ ტონა ყურძენს იყიდიო, ვუთხარი, ამის არც საშუალება და არც სურვილი მაქვს-მეთქი. არ ვიცი, რისი საშუალებაც გაქვს ის იყიდეო! ეს რას ნიშნავს? მინდა თუ არა, ამას არა აქვს მნიშვნელობა?" – აღნიშნა მან და ვინაობის დასახელებისგან თავი შეიკავა: `მერე შეიძლება კიდევ რამდენიმე ტონა `დამაწერონ' და ეს ნამდვილად აღარ მინდა."
ქალაქის მერი, ვანო საღინაძე აცხადებს, რომ ის არავის აძალებს ყურძნის იძულებით შესყიდვას: `ჩვენ არავის ვაძალებთ. ვისაც უნდა თავისი სურვილით, ის ყიდულობს'. საღინაძემ ისიც აღნიშნა, რომ წელს ფოთს გამოეყო 140 ტონა ყურძენი. რომელსაც თურმე, როგორც ორგანიცაზიის, ასევე სახელმწიფო სამსახურის უფროსები თავიანთი ნებით ყიდულობენ. მისივე თქმით, ფოთელებმა კარგი სუფრის გაშლა იციან და კარგ სუფრას კარგი ღვინო სჭირდება. ხოლო, რაც შეეხება ყურძნის ფასს, ის 45-დან 60 თეთრამდე მერყეობს: `1კგ თეთრი ყურძენი 55-60 თეთრი ღირს, წითელს უფრო დაბალი ფასი აქვს, თუ პირდაპირ გლეხისგან იყიდი. ასეთ ფასებში კი ყურძენს სად იშოვი. ვფიქრობ, ეს ცუდი წინადადება არ არის მათთვის, ვისაც ღვინო უყვარს და სჭირდება. მითუმეტეს დიდ საწარმოებს". საღინაძის თქმით, განსაკუთრებით დიდი რაოდენობის (40 ტონა) ყურძენს ფოთის ნავსადგური ყიდულობს. ასევეა საკოლმეურნეო ბაზარი – შპს `კოლხი XXI'. `ნავსადგური თანამშრომლებს ურიგებს საახალწლოდ ღვინოს, ბაზარი კი არ ვიცი, იაფად ყიდულობს და მერე ყიდის ალბათ. ამათ კი უნდა მთელი ოთხმოცი ტონა და მეტი რაღა რჩება საყიდელი'.
4 წელია თემურ დუნდუა და გოჩა გეგენავა კახეთში რთველის დროს ჩადიან და შესასყიდ ყურძენს არჩევენ. გოჩა გეგენავა: `ჩვენ დაგვევალა ორგანიზება გავუწიოთ აღნიშნულ საკითხს. ჩვენ გლეხიდან იაფად ვყიდულობთ ყურძენს. წელს უშუალოდ ფოთზე დავალებულია, რომ იყიდოს 150 ტონა ყურძენი".
როგორც გეგენავამ გვითხრა უკვე გამოჩდნენ ყურძნის მყიდველები. შპს `ნიკორა' `ტრანს ალიანსი', `პრო ჯორჯია' და კიდევ რამდენიმე ორგანიზაცია. მართალია იმ რაოდენობის ყურძენს ვერ ყიდულობენ, როგორც ნავსადგური და ბაზარი, მაგრამ რამდენსაც დაავალებენ, იმდენს აუცილებლად იყიდიან. სხვა რა გზა აქვთ, რო?
გოჩა კურდღელია – `პრო ჯორჯიას', ხელმძღვანელი ყოველ წელს ყიდულობს ყურძენს. მან თქვა, რომ ფოთის მერიიდან დაურეკეს და აცნობეს, რომ გასული წლის მსგავსად, წელსაც ათი ტონა ყურძნის შეძენა მოგიწევსო. `წელსაც დამირეკეს და მოგვიწია ათი ტონა ყურძნის შეძენა, გასულ წელს კახეთში, ერთ-ერთ ქარხანაში დავაწურინე და ღვინო წამოვიღე'. კურდღელია თანამშრომლებს საახალწლოდ ღვინოს პრემიის ნაცვლად აძლევს. თანამშრომლებს სურთ თუ არა ღვინო ფულის ნაცვლად, ეს უკვე კურდღელიას აღარ აინტერესებს.
`ტრანს ალიანსის' ხელმძღვანელი ზაქრო ჩარაევი: `გასული წლის მსგავსად, წელსაც დაგვირეკეს მერიის სამსახურიდან და ხუთი ტონა ყურძენი უნდა შევიძინოთო, მაგრამ რა თანხა დამიჯდება არ ვიცი'. ჩარაევმა გვითხრა, რომ ღვინის შეძენის გადაწყვეტილება თანამშრომლების რჩევით მიიღო. `სამსახურში დაახლოებით 37 მამაკაცი ვართ და მოგეხსენებათ ღვინის სმა ყველა მამაკაცს უყვარს'.
ამდენად, პრეზიდენტის პროგრამა `დავეხმაროთ კახელ გლეხებს” ჩარაევს და მის კომპანიას ძალიან მოსწონთ. ყოველთვის ასეა, პრეზიდენტის გადაწყვეტილება ზოგს მოსწონს, ზოგსაც არ მოსწონს. თუ ასე გეგმა უნდა გვესრულებინა ან ეს კაპიტალიზმი რად გვინდოდა ან კომუნისტებს რაღას ვერჩოდით. ერთი წელიც და ყურძნის ჩაბარების პირველ ხუთწლედს წარმატებით ჩავაბარებთ.
 
© გაზეთი ”თავისუფალი სიტყვა”/regions.ge


rogor sheidzina samegrelom 350 atasi tona yurdzeni, mashin rodesac maqsimaluri mosavali saqartveloshi aris 150 atasi tona?!


მართალია :)) გაზეთ თავისუფალი სიტყვის მესვეურებს უნდა ვკითხოთ :)

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული