Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

წითელი... სოვინიონ ბლანი

ცნობილმა ახალზელანდიელმა მეღვინემ, პიტერ იელენდსმა თავისი რეგიონის - მარლბოროს (Marlborough)- სახელგანთქმული ღვინისთვის არც მეტი, არც ნაკლები, ფერის შეცვლა გადაწყვიტა. იელენდსს სურს, თავის “პირმშოს”, ანუ უკვე წითელ ღვინოს,  Sauvignoir-ი უწოდოს. ეს ღვინო, პირველ რიგში, ჩინურ ბაზარზე იქნება გათვლილი. პიტერი ღვინოში ნატურალური საღებავის დამატებას გეგმავს, რომელიც კოლას ჯიშის თხილისგან მიიღება. შედეგად, ცნობილი თეთრი ღვინო - სოვინიონ ბლანი - წითელ ფერს მიიღებს. სხვათა შორის, იმავე თხილის ჯიში გამოიყენება კოკა-კოლას წარმოებაშიც. ჩინეთის უზარმაზარი ბაზარი, სადაც ღვინისადმი ინტერესი წლობით კი არა, საათობით იზრდება, მსოფლიოს ყველა მეღვინის ინტერესის საგანს წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ წითელი ღვინის მოხმარება ჩინეთში ყველაზე მზარდია. მაგალითად, წლევანდელი მოთხოვნა შარშანდელს უკვე 80%-ით აღემატება. იელენდსს იმედი აქვს, რომ მისი ახალი ღვინო თეთრი სოვინიონის ყველა კარგ თვისებას შეინარჩუნებს და, ამასთან, მომგებიანი წითელი ფერიც ექნება, რისი წყალობითაც ის ჩინურ ბაზარზე საკუთარი ადგილის დამკვიდრებას შეძლებს. “მე მჯერა, რომ ეს სიახლე დადებითად იმუშავებს და ამიტომაც ამ მიმართულებით სერიოზული ინვესტიციების ჩადებას ვგეგმავ”, - განაცხადა ლონდონში გამართულ  International Wine Fair-ზე პიტერ იელენდსმა. “თუ ახალი ღვინის პოზიციონირებას სწორად მოვახერხებთ, ის აუცილებლად გახდება ჩინელების ახალგაზრდა თაობის საყვარელი  ღვინო”, - დასძინა მან. რაც შეეხება კოლის ჯიშის თხილს, მისი ნარგავები ავსტრალიაშიც კი ძალიან ცოტაა, რადგან ამ სახეობის სამშობლო სამხრეთ

ამერიკაა. ამიტომაც პიტერის ინვესტიციის მნიშვნელოვანი ნაწილი, როგორც ჩანს, ჯერ თხილის ახალი ნერგების ახალ ზელანდიაში ჩატანას და გაშენებას მოხმარდება. იელენდსმა უკვე დაარეგისტრირა მომავალი ღვინის სახელები: Sauvignoir დაSauvignon Noir. ამ ეტაპზე ძნელი სათქმელია, რამდენად გაამართლებს იელენდსის ეს წამოწყება. თუ ჩინეთის ბაზარმა ახალი ღვინო მიიღო, მისი ავტორი შეიძლება ზღაპრულად გამდიდრდეს, თუ არადა ისტორიაში მაინც დარჩება როგორც ადამიანი, რომელსაც წითელი სოვინიონ ბლანის შექმნის იდეა მოუვიდა თავში.

© ღვინის კლუბი/Weekend



ეს რა სიახლეა, ამას ხომ ჩვენები გაცილებით ადრე აკეთებდნენ :)

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული