Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ვარდისფერი ფრონტი

ფრანგულმა კომპანიებმა Castel-მა და Vranken-Pommery Monopole-მა პარტნიორობის ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. მათი მიზანია ვარდისფერი ღვინოების გაყიდვების გაზრდა მსოფლიო მასშტაბით, განსაკუთრებით კი განვითარებადი ბაზრების ათვისება. როგორც გამოცემა Decanter იუწყება, ეს კომპანიები აპირებენ ერთიანი სტრუქტურის შექმნას, რომელსაც Listel SA ერქმევა და რომლის თანაბარი მეწილეებიც იქნებიან. Vinexpo-ს წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ 2016 წლისთვის როზეს მოხმარება მსოფლიოში 7,6%-ით გაიზრდება. თუ ეს პროგნოზი გამართლდება, 2016 წელს მოხმარებული ღვინის 9% როზე იქნება. ახალი კომპანიის მესვეურები წელიწადში 40 მილიონი ბოთლის გაყიდვას გეგმავენ, ფოკუსირებას კი ჩინეთის, რუსეთისა და აფრიკის მზარდ და განვითარებად ბაზარზე მოახდენენ.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული