Home
ქართული | English
ივნისი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ვაშინგტონის შტატის ახალი პროგრამა

ვაშინგტონის შტატის კანონმდებლებმა შეიმუშავეს ადგილობრივი ლუდის წარმოების და მეღვინეობის ხელშეწყობისპროგრამა. პროგრამის თანახმად, შტატის მაღაზიებში მყიდველებს შეუძლიათ ღვინის და არყის გასინჯვა.

პროგრამა ერთწლიანია. გამყიდველებს უფლება აქვთ ბოთლიდან გასასინჯად ჩამოასხან ოთხი უნცია (დაახლ. 118 მილილიტრი) სასმელი. გასასინჯი სასმელის რაოდენობას მხარი დაუჭირეს ადგილობრივმა ლუდის და ღვინის მწარმოებლებმა, რომელთაც არ აქვთ საკუთარი მარკეტინგული პროგრამა. მათი აზრით, ეს პროგრამა ხელს შეუწყობს სასმელზე მოთხოვნილების გაზრდას.

პროგრამის მოწინააღმდეგეთა მთავარი არგუმენტი ისაა, რომ ალკოჰოლური სასმელის ასე სააშკარაოდ გამოყენება არასრულწლოვანებს ცუდ მაგალითს მისცემს.

პარლამენტის ზედა პალატაში ეს პროგრამა 29 ხმით გავიდა 17-ის წინააღმდეგ. ცოტა უფრო ადრე მას მხარი დაუჭირა ქვედა პალატამაც.  ახლა დოკუმენტი გუბერნატორისგან ელის დამტკიცებას.

 

© „მარანი“

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.