Home
ქართული | English

მულტიმედია

კომენტარები

უკრაინელები ევროპელებს ბაძავენ

უკრაინის პრეზიდენტმა, ვიქტორ იანუკოვიჩმა, ევროპულ ნორმებთან შესაბამისობის ფარგლებში ხელი მოაწერა დოკუმენტს ,,ყურძნისა და ყურძნის ღვინის” კანონში გათვალისწინებული ცვლილებების შესახებ. აღნიშნული დოკუმენტი ხელს შეუწყობს ღვინის მწარმოებელთა უფლებების უკეთ დაცვას და ფალსიფიცირებულ პროდუქციასთან ბრძოლას.

ცვლილებების თანახმად, ადგილობრივი თუ უცხოური ჯიშის ვაზის ყველა ნერგმა, დარგვამდე, სპეციალურად აკრედიტებულ  დაწესებულებებში უნდა გაიაროს სერთიფიცირება.

კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, ამიერიდან განისაზღვრება აგრეთვე ღვინის, ბრენდის, კონიაკის დამზადებისთვის შესაფერისი ყურძნის ჯიშები და მათში შაქრის შემცველობის საჭირო ნორმა.

© ღვინის კლუბი/Weekend

არქივი

მაისი 2012
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

ტოპ ხუთეული