Home
ქართული | English
ოქტომბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

სასტუმრო ღვინის კასრებში

ნიდერლანდებში მეტად უცნაური სასტუმრო გაიხსნა - ის ძირითადად, ღვინის ოთხი კასრისგან შედგება, რომლებშიც სასტუმროს ნომრებია მოწყობილი. ორიგინალური ოტელი ქალაქ სტავორენის ერთ-ერთი ძველი პორტის ნავმისადგომთან არის მოწყობილი. კასრები, რომლებშიც ოდესღაც 14,5 ათასი ლიტრი ფრანგული ბოჟოლე ჩადიოდა, ახლა ორადგილიანი, მყუდრო ნომრებია მოწყობილი. ყოველ ნომერში დგას საწოლი, ტელევიზორი, რადიო და ტელეფონი. მთავარი კი ის არის, რომ აბაზანაც კასრშია დამონტაჟებული. იქ მისულ კლიენტს შეუძლია სურვილისამებრ შეარჩიოს ნომერი – თუ წითელი ღვინის მოყვარულია, წითელი ღვინის კასრში მოათავსებენ, ხოლო თეთრის მოყვარულს – თეთრი ღვინის კასრს შესთავაზებენ მოსასვენებლად. ეს, ცხადია, იმ შემთხვევაში, თუ სტუმარს  ნომერი თავისუფალი დახვდება, რადგან ამ უცნაურ სასტუმროში ღამის გასათევად ტურისტები უამრავი ქვეყნიდან ჩამოდიან. კასრ-ნომერში ცხოვრება ერთი ღამით 60-დან 119 ევრომდე ღირს, თუმცა სხვა სასტუმროების მსგავსად, სეზონური ფასდაკლება აქაც მოქმედებს.  

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.