Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

სანჯოვეზე ლანგედოკში


მსოფლიოში უდიდესმა სანერგე მეურნეობა Vivai Cooperativi Rauscedo-მ საფრანგეთის დეპარტამენტ Herault-ის ხუთ მწარმოებელს 170 ათასი ძირი საჯოვეზეს ჯიშის ვაზის ნერგი მიჰყიდა. ნერგები შეიძინეს მეურნეობებმა: Domaine de Gournier, Domaine des Peyrats, Domaine de la Bousquette, Clos des Roques  და  Domaine de St. Laurent.
თუ გავითვალისწინებთ იმ პრაქტიკას, რომ ჰექტარზე ტრადიციულად 4 ათასი ვაზის ნერგი ირგვება, გამოდის, რომ მალე საფრანგეთის სამხრეთში სანჯოვეზე 42,5 ჰექტარზე იქნება გაშენებული. ვაზის ეს ჯიში კორსიკაზე უკვე მოჰყავთ და მას იქ ,,ნილუკიოს” უწოდებენ.  
Vivai Cooperativi Rauscedo-ს გენერალურმა დირექტორმა – ეუჯენიო სარტორიმ განაცხადა, რომ სანჯოვეზეს გარდა ლანგედოკში მარტივად შეიძლება გაშენდეს იტალიური ვაზის ისეთი ჯიშები, როგორებიცაა: მალვაზია, ონკროჩიო მანზონი და ტეროლდეგო.
თვითონ იტალიაში ბოლო ათი წლის განმავლობაში სანჯოვეზეს ნერგებზე მოთხოვნა სამჯერ შემცირდა და დღესდღეობით სულ რაღაც სამ მილიონ ნერგს შეადგენს.    
© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული