Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

საახალწლო ლუდი ნაძვისგან

ნაძვი ახალი წლის განუყოფელი და აუცილებელი მოსართავი ატრიბუტია. შოტლანდიელებმა კი გადაწყვიტეს, რომ ნაძვი ყოფილიყო არა მხოლოდ მოსართავი, არამედ - საახალწლო სუფრის მშვენებაც... და მისგან ლუდი მოხარშეს. სასმელი სახელწოდებით Nollaig Festive Ale კომპანია Williams Brothers Brewing Company-მ ჩამოასხა. მიუხედავად იმისა, რომ ლუდი საკმაოდ ძვირი ღირდა (ერთი ბოთლი 13 გირვანქა სტერლინგი), ლუდმა დიდი პოპულარობა მოიპოვა და 800-ვე ბოთლი, რომელიც შოტლანდიელებმა სასინჯად ჩამოასხეს, წარმატებით გაიყიდა. ამ წარმატებით წახალისებულმა Williams Brothers Brewing Company-მ გადაწყვიტა მომავალი წლისთვის უკვე 10 ათასი ბოთლი Nollaig Festive Ale აწარმოოს. საახალწლო ლუდის მოსახარშად იყენებენ ნაძვის წიწვებს, რომელსაც გაზაფხულზე აგროვებენ, უმატებენ ალაოს და სხვადასხვა არომატებით ამდიდრებენ. კომპანიის გენერალური დირექტორი სკოტ უილიამსი წიწვებს სანელებლებს ადარებს. “წარმოიდგინეთ, რომ შუშავთ ხორცს, რომლის როლსაც, ჩვენ შემთხვევაში, ასრულებს ქერის ალაო, ხოლო სანელებლებისას – სვია, ახლა კი “კერძს” ნაძვის წიწვებიც დაემატა,” – განმარტავს ბიზნესმენი.  ნაძვის ლუდს 7 გრადუსი სიმაგრე აქვს. ბატონმა უილიამსმა აღნიშნა, რომ ასეთი სასმლის მომზადების იდეას ვიკინგებს დაესესხა: მამაცი სკანდინავიელი  ზღვაოსნები ხომალდზე ყოფნისას ლუდში ნაძვის წიწვებს ყრიდნენ, რადგან წიწვები დიდი რაოდენობით Bდა C ვიტამინს შეიცავს. ხანგრძლივი საზღვაო გასვლებისას ვიკინგები ამ გზით იცილებდნენ თავიდან სურავანდს და სხვა დაავადებას. 

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული