Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

როგორია ქართული ღვინის ტენდენციები ჩინეთის ბაზარზე?

The drinks business-ის აზიური გამოცემა აქვეყნებს სტატიას, სადაც 2021 წლის ჩინეთის ბაზარზე ქართული ღვინის ექსპორტის ტენდენციებია განხილული. ქართული ღვინის ექსპორტი ჩინეთსა და ჰონგ-კონგში შესაბამისად 29% და 42%-ით გაიზარდა.

ქართულმა ღვინომ 2021 წელს რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია, დაახლოებით 107 მილიონი ღვინის ბოთლი 62 ქვეყნის ბაზარზე გაიყიდა. ჩინეთში ექსპორტზე  სულ 5,934,937 ბოთლი გავიდა, რაც 2020 წელთან შედარებით, 29%-ით მეტია, ხოლო ჰონგ-კონგის ბაზარზე 42%-ით (37,061 ბოთლი). ჩინეთი ქართული ღვინის ექსპორტიორ ქვეყნებს შორის მეოთხე ადგილზეა.

სტატიაში ასევე ვკითხულობთ, რომ 2021 წელს ქართული ღვინის საერთაშორისო გაყიდვებმა 250 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ბოლო ათწლეულის განმავლობაში, ქართული ღვინის ბაზრის მოცულობა და ღირებულება გაუმჯობესდა. ღვინის ექსპორტი სულ 360%-ით გაიზარდა. 2012 წელს ღვინო ექსპორტზე სულ რაღაც 100 მწარმოებელს გაჰქონდა, 2021 წელს კი 441 ასეთი კომპანიაა.

ამას გარდა, 2022 წელი წარმატებით დაიწყო ქართული მეღვინეობისთვის. საქართველოს სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს ცნობით, 2022 წლის იანვარში 35 ქვეყანაში 5.3 მილიონი ბოთლია ექსპორტირებული, რაც 51%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. მათ შორის, ჩინეთში 278 493 ბოთლი ქართული ღვინო გაიყიდა, რაც 2021 წლის იანვართან შედარებით 514%-ით მეტია.

ჩინეთში ქართული ღვინის ექსპორტის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი პანდემიამდე, 2017 წელს დაფიქსირდა (7 585 407 ბოთლით). ჩინეთს საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება აქვს გაფორმებული და სამომავლოდაც გეგმავს ღვინის ბაზარზე თანამშრომლობას.

ჩინელი იმპორტიორებისთვის და მომხმარებლებისთვის, ქართული ღვინის პოპულარიზების მიზნით, სხვადასხვა ქალაქში  მასტერკლასები და დეგუსტაციები ტარდება.

სტატიაში საქართველო მოხსენიებულია, როგორც „ღვინის სამშობლო“, რომელსაც მეღვინეობის 8000 წლიანი უწყვეტი ტრადიცია აქვს. ხაზი გაესვა იმასაც, რომ საქართველოში 525 ვაზის ჯიში და ღვინის ქვევრში დაყენების ტრადიცია არსებობს.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული