Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქართული ღვინის ექსპორტის ზრდა ამერიკის ბაზარზე

ბოლო წლების განმავლობაში ჭაჭაზე დავარგებული ქარვისფერი ღვინოებით მთელი მსოფლიო უფრო და უფრო ინტერესდება, განსაკუთრებით კი აშშ. როგორც TheDrinksBusiness-ის სტატიაშია აღნიშნული, აშშ ამ კატეგორიის ღვინის უნიკალურობას უფრო და უფრო ამჩნევს და თანდათან სომელიეების, ღვინის მაღაზიებისა და მომხარებლების რჩეულ ღვინოდაც იქცა. Wines of Georgia-ს მონაცემებით, 2019-დან 2021 წლამდე საქართველოს ღვინის ექსპორტის 93,5 მლნ. ბოთლიდან 107 მილიონამდე გაიზარდა, ამერიკის მიმართულებით კი უკანასკნელი 6 წლის განმავლობაში გაყიდული ღვინოების რაოდენობა 29%-ით გაიზარდა. საქართველოდან ექსპორტირებულმა ღვინომ აშშ-ში წელიწადში მილიონ ბოთლზე მეტსაც მიაღწია. სტატიაში ავტორი ქართული ღვინის დაყენების მეთოდებზე საუბრობს, ასევე სხვადასხვა ტიპის ღვინოებთან ერთად აღნიშნავს 25 ქართულ ადგილწარმოშობასა და ქვევრის უნიკალურობას.

როგორც თავად ავტორი საუბრობს, ასეთი გამორჩეული ღვინის დაყენების მეთოდით ქართული ღვინო სულ უფრო და უფრო მეტ ამერიკელ გულშემატკივარს იძენს: „ასეთი მრავალფეროვნება ღვინოებისა, რომელიც ამავდროულად ქართულ ტრადიციებთანაა შერწყმული, არის გასაღები ამერიკელი ხალხის გულის მოსაგებად“.

თამარ მეტრეველი, საქართველოს ღვინის მარკეტინგისა და პიარის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია აშშ-ს ბაზარი: „ჩვენი მიზანია უფრო ახლოს გავაცნოთ ქართული ღვინოები, მეღვინეობა, ჩვენი ისტორია და კულტურა აშშ-ს ფართო აუდიტორიას.“.

ლევან მეხუზლა, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ამბობს, რომ ექსპორტის ზრდის ტენდენცია შენარჩუნებულია: „წელს დაფიქსიდა მნიშვნელოვანი ზრდის მაჩვენებელი, რაც ძალიან სასიხარულო ფაქტია და ვიმეცადოვნებთ, რომ ზრდის ტენდენცია მთელი წლის განმავლობაში შენარჩუნდება“

ქართული ღვინის ექსპორტი ყოველწლიურად იზრდება. 2021 წელს ღვინო მსოფლიოს 62 ქვეყანაში გავიდა. შარშან ღვინის ექსპორტში რუსეთის წილი იყო 56%, ხოლო უკრაინის კი 11%. მიმდინარე წელს გაზრდილია პოლონეთის წილი ქართული ღვინის ექსპორტზე 25%-ით, ასევე ზრდაა გერმანიისა და საფრანგეთის მიმართულებით. მათთან ერთად აღსანიშნავია, რომ ექსპორტი გაორმაგდა ინგლისში, იაპონიაში, თურქმენეთში, ნორვეგიაში, უზბეკეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ბრაზილიაში და ა.შ. ჯამში ბოლო 5 თვის განმავლობაში შარშანდელ წელთან შედარებით 2%-იანი კლებაა. ამერიკის სტატისტიკის ბიუროს მონაცემებს თუ დავეყრდნობით, 2021 წლის იანვარ-სექტემბრის პერიოდში აშშ-ში 3,268 მლნ. დოლარის ღირებულების ღვინოა იმპორტირებული საქართველოდან, წელს კი ეს რაოდენობა 15%-ით გაიზარდა.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.