Home
ქართული | English
ოქტომბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

მსოფლიოს 10 საუკეთესო ცქრიალა ღვინო

დიჟონში დასრულდა ცქრიალა ღვინოთა მე-8 საერთაშორისო კონკურსი Effervescents du Monde.დეგუსტაციის შედეგად შეირჩა 10 საუკეთესო ცქრიალა ღვინო. საფრანგეთთან ერთად გამარჯვებულთა შორის არიან ესპანეთი, შვეიცარია და უნგრეთი.

Effervescents du Monde ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული თემატური სადეგუსტაციო კონკურსია მსოფლიოში - ის მთლიანად ცქრიალა ღვინოებს ეძღვნება. საუკეთესო ექსპერტები 3 დღის განმავლობაში აგემოვნებდნენ 24 ქვეყნიდან წარმოდგენილ 518 ღვინოს. შედეგების მიხედვით ჯილდო გადაეცა 173 ნიმუშს.

კონკურსის გამარჯვებულთა "ოქროს ათეული" კი ასე გამოიყურება:

1.Champagne Grand Cru Blanc de Blancs Brut Millesime 2004,მწარმოებელი - Campagne Pierre Monciut (საფრანგეთი, შამპანი)
2.Grand Vin Mousseux Tradition Brut,მწარმოებელი -Mauler&Cie SA(შვეიცარია)
3.Valencia Do Amatista - Mediterranean Moscato,  მწარმოებელი - Anecoop S. Coop. - Cheste Agraria(ესპანეთი)
4.Clairette de Die Tradition, მწარმოებელი - Carod Sas(საფრანგეთი)

5.VMQ Les Jamelles Brut,  მწარმოებელი- Badet Clement&Cie(საფრანგეთი)
6.Chapel Hill Sweet Sparkling,  მწარმოებელი - Balatonboglar Winery(უნგრეთი)

7.Cremant d`Alsace Le Puits du Moine Brut C2,  მწარმოებელი -Cave les Faitieres d`Orschwiller - Kintzheim(საფრანგეთი, ელზასი)
8.Cremant de Loire Lacheteau Brut Rose,  მწარმოებელი - Lacheteau Sas(საფრანგეთი, ლუარის ველები)

9.Champagne Brut Numero 3,  მწარმოებელი - Sarl Philizot&Fils(საფრანგეთი, შამპანი)
10.Cremant de Bourgogne Millesime brut 2007, მწარმოებელი- La Cave des Hautes-Cotes(საფრანგეთი, ბურგუნდია).

საფრანგეთი კვლავ ლიდერია. ქვეყნის შიგნით კი შამპანის წარმოებას უკვე კონკურენციას უწევენ ელზასის, ლუარის ველებისა და ბურგუნდიელი მეღვინეები. აგრეთვე აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო არენაზე საფრანგეთს ღირსეულ კონკურენციას უწევენ სხვა ქვეყნები უკვე აშკარა მიღწევებით. ესპანეთის, შვეიცარიისა და უნგრეთის წარმატებები ხარისხიანი ცქრიალა ღვინის შექმნაში უკვე უდავოა.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული