Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

მეცნიერებმა ალკოჰოლით მკურნალობის ფორმულა შექმნეს

აბსოლუტური უარი  ალკოჰოლზე ზრდის გულსისხლძარღვთა დაავადებების რისკს - ამ თემაზე ანგარიში მოისმინეს ჩიკაგოში, ამერიკის კარდიოლოგთა ასოციაციის ყოველწლიურ ფორუმზე. ხარისხიანი სპირტიანი სასმელის 2-3 სტანდარტული დოზა არათუ ვნებს, აუმჯობესებს კიდეც ჯანმრთელობის მდგომარეობას. ქალთა კარდიოლოგიური კლინიკის ექსპერტი შერონ ჰეიესი გვარწმუნებს, რომ სტატისტიკის მიხედვით, სასმელის სრული უარყოფა უფრო ვნებს ჯანმრთელობას, ვიდრე მისი მცირე რაოდენობით მიღება. ალკოჰოლის ზომიერი მიღების დადებითი ეფექტი ვლინდება მამაკაცებშიც და ქალბატონებშიც. მეტიც, კორონალური შუნტირებით ოპერირებულ პაციენტს, რომელიც იღებს ალკოჰოლს, ინფარქტის განვითარების რისკი 25%-ით დაბალი აქვს მათთან შედარებით, ვინც სრულიად არ იღებს მას. ამგვარი შედარებითი სტატისტიკა სუსტი სქესის წარმომადგენლებშიც ფიქსირდება იმ განსხვავებით, რომ ქალბატონები შედარებით ნაკლებად ავადდებიან გულის პათოლოგიებით. ექიმების დაკვირვებით, "ალკოთერაპია" დადებით გავლენას ახდენს სისხლძარღვებზე და ქალბატონები, რომლებიც დღეში თითო ან ორ ჭიქა კოქტეილს მიირთმევენ, 20%-ით ამცირებენ ინსულტის რისკს.
პოსტოპერაციულ პერიოდში ალკოჰოლის გავლენაზე დაკვირვება ბოლო სამწელიწადნახევარია მიმდინარეობს. კარდიოლოგებმა ორი ათასზე მეტი პაციენტი შეისწავლეს, აქედან ყოველი მეოთხე ქალბატონი იყო. კვლევების შედეგად ექიმთა რეკომენდაცია ასეთია: "სამკურნალი" დოზად შეიძლება ჩაითვალოს დღე-ღამეში ალკოჰოლის სამი სტანდარტული პორცია, მეტის გამოყენების შემთხვევაში დაავადებათა და სიკვდილიანობის რისკი მატულობს. კარდიოლოგები გვარწმუნებენ, რომ დღე-ღამეში 50 გრამზე მეტი სპირტიანი სასმელის მიღება მინიმუმ ორჯერ ზრდის ინფარქტით გარდაცვალების რისკს.
ამგვარად, ქალბატონებისათვის დღის რეკომენდებული დოზა ერთი, ხოლო მამაკაცებისათვის - 2 ჭიქა წითელი ღვინოა. ყოველივე ზემოთ თქმული სულაც არ ნიშნავს, რომ იმ ადამიანებმა, რომლებიც სრულებით არ მიირთმევენ ალკოჰოლს, ეს ჩვევა უნდა დაივიწყონ. "თუ არ სვამთ, სჯობს არც დაიწყოთ!" - გვაფრთხილებს ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის პროფესორი ერინ მიხოსი.
© ღვინის კლუბი/“Weekend“

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული