Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

მატარებელი... რესტორანში

რესტორანი მატარებელში, ოფიციანტი კი რესტორანში ჩვეულებრივი და ბანალური ამბავია, ამიტომ პრაღაში მდებარე ლუდის რესტორან Vytopna-ში გადაწყვიტეს, კლიენტებს ორიგინალურად გამასპინძლებოდნენ და მიზანსაც მიაღწიეს. საქმე ისაა, რომ შეკვეთილი მენიუ კლიენტთან სპეციალურად დამონტაჟებული მატარებლის საშუალებით მიდის. 400 მეტრი სიგრძის მინიატურული რკინიგზა, რომელიც გვირაბებით, ხიდებით, ტყეებითა და გუბურებითაა გაფორმებული, 780 ათას დოლარზე მეტი ღირს. შემადგენლობა სადგურებზე - კლიენტების მაგიდებთან ჩერდება და ტვირთი - შეკვეთილი საჭმელი-სასმელი გადააქვს. რაც შეეხება ფასს, ის რესტორანში საკმაოდ დემოკრატიულია - სადილი დაახლოებით 20-30 დოლარის ფარგლებში მერყეობს, მენიუში კი ჩეხური და მსოფლიო სამზარეულოს კერძები შედის: წვნიანები, შემწვარი ბატი, გრილზე შემწვარი ორაგული, ღორის ნეკნები, ბიფშტექსი, აგრეთვე ვეგეტარიანული კერძები, სხვადასხვა სახის დესერტი და სხვ. ღაც შეეხება სასმელს, გარდა ტრადიციული ჩეხური ლუდისა, აქ შეგიძლიათ შეუკვეთოთ ღვინო, შამპანური, ვისკი, არაყი და კოქტეილები. მინიატურული რკინიგზის წყალობით რესტორანი Vytopna უდიდესი პოპულარობით სარგებლობს როგორც პრაღელებს, ისე ტურისტებს შორის.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული