Home
ქართული | English

მულტიმედია

კომენტარები

ლუდის საფეხბურთო დეფიციტი

მას შემდეგ, რაც ბრაზილიური ლუდსახარშების მფლობელებმა განაცხადეს, რომ ვეღარ გაუმკლავდებიან ლუდზე გაზრდილ მოთხოვნილებას, ბრაზილიის მთავრობამ გადაწყვიტა, აქამდე ფიქსირებული 16%-დან 14%-მდე დაწიოს საბაჟო გადასახადი იმპორტირებულ ლუდზე, რათა ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის მსვლელობისას ქვეყანაში ამ სასმელის დეფიციტი არ შეიქმნას. საინტერესოა, რომ ბრაზილია ლუდის მომხმარებელთა სიმრავლის მიხედვით მსოფლიოში მეოთხე ადგილს იკავებს. ალბათ ზედმეტია იმის აღნიშვნა, რომ ფეხბურთი ამ ქვეყანაში ყველას ერთნაირად აღელვებს და მოახლოებული მსოფლიო ჩემპიონატისთვის, რომელიც 11 ივნისს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში იწყება, განსაკუთრებულად ემზადებიან.

© ღვინის კლუბი/“Weekend“

არქივი

თებერვალი 2012
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728291234