Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

კლიმატის ცვლილება ქართულ მევენახეობაზეც აისახება

კლიმატის ცვლილება როგორც მთელს მსოფლიოში, ისე საქართველოშიც საკმაოდ აქტუალური პრობლემაა. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ზომიერად გრილი კლიმატია, ცენტრალური და დასავლეთ დაბლობები მაღალი ტემპერატურითა და უნალექობით ხასიათდება. Euronews საქართველოში კლიმატის ცვლილებაზე წერს: “ბოლო დრომდე ასეთი მიკროკლიმატი ქვეყნის უძველესი ინდუსტრიის განვითარებას ეხმარებოდა, თუმცა წლევანდელი მოსავლის ნაწილი კლიმატის ცვლილებამ გაანადგურა კიდეც. 2008 წლის ომის შემდეგ, რასაც რუსეთის მხრიდან მკაცრი სანქციები მოჰყვა, ქვეყნის ღვინის საექსპორტო ბაზარმა ფაქტობრივად კოლაფსი განიცადა”.

Euronews-ის სტატიაში ნახსენებია ისიც, რომ უკრაინაში მიმდინარე ომმა შესაძლოა წლევანდელ გაყიდვებზე გავლენა მოახდინოს, რადგან რუსეთი ისევ ქართული ღვინის უმსხვილეს იმპორტიორად რჩება. თუმცა დღეს წარმოების დაბალი დანახარჯებისა და ევროპულ/ამერიკულ ბაზრებზე საკმაოდ შთამბეჭდავი მონაცემებით ღვინის ბიზნესი საქართველოში ისევ წარმატებულია.

მიუხედავად Covid 19-ის პანდემიისა, 2021 წელს 100 მილიონზე მეტი ღვინო გავიდა ექსპორტზე, თუმცა მათგან ნახევარზე მეტი რუსულ ბაზარზე გაიყიდა: “2013-2014 წლიდან ქართული ღვინის ექსპორტის მოცულობა გაიზარდა, თუმცა ბოლო წლებში მაინც არსებობდა გარკვეული გამოწვევები, პირველ რიგში კი პანდემია იყო ხელისშემშლელი ღვინის ბიზნესისთვის” - აღნიშნავს ლევან მეხუზლა, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე და განმარტავს, რომ წელს უკრაინის ომის გამო ისევ არსებობს გარკვეული პრობლემები. 

გიორგი ღვარძელაშვილი, რომელიც მრავალი წელია მეღვინეობის სფეროში მუშაობს ამბობს, რომ ყველა მეღვინე ახლა უმთავრესი გამოწვევის პირისპირ დგას და ეს ისევ და ისევ კლიმატური ცვლილებაა: “ძალიან ბევრ ღვინის რეგიონში პრობლემა ერთი და იმავეა. ყველა მეღვინე გეტყვით, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ახლა ისაა, რომ მათი ვენახები შრება. ახლა, ფაქტობრივად, სპეციალური სარწყავი სისტემების გარეშე არსებობაც კი შეუძლებელია, რადგან ძალიან შეიცვალა კლიმატი”

არასამთავრობო ორგანიზაცია Shaping the Future by Changing Today (CENN) განმარტავს, რომ გლობალური დათბობა ასევე გავლენას ახდენს საქართველოს სუბტროპიკულ ზონებზე, სადაც ქვეყნის კომერციული ღვინის უმეტესი ნაწილი იწარმოება.

სულ მცირე 430 ადგილობრივი ვაზის ჯიშით მშრალი ღვინოები უფრო პოპულარულია აშშ-ს ბაზარზე. თუმცა, ქართულ ნიადაგზე წარმოებული ღვინოების 70 პროცენტი ნახევრად ტკბილი ღვინოებია.

"გარკვეული პირობების შედეგად შეიძლება ნიადაგი დეგრადირდეს და კლიმატის ცვლილებამ ამ პროცესის პროვოცირება გამოიწვიოს. ცხელი დღეების გაზრდილი რაოდენობისა და გვალვის გამო მცენარეული საფარის განადგურებაც საფრთხეშია", - ამბობს ჯიმშერ კოშაძე, CENN სოფლის მეურნეობისა და განვითარების კოორდინატორი.

მიუხედავად იმისა, რომ გლობალური დათბობის სრული გავლენა ქვეყნის ვენახებზე ჯერ კიდევ საეჭვოა, ეკოლოგები ამბობენ, რომ თუ არაფერი შეიცვლება, ჩვენი განვითარებადი ღვინის ბაზრის მომავალიც ეჭვქვეშ დადგება.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.