Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

კატების ღვინო

 
ყველასთვის კარგადაა ცნობილი, რომ იაპონიაში კატების კულტია. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ დადასტურდა - შინაურ ცხოველთა საკვების მწარმოებელმა იაპონურმა კომპანია B&H Lifes-მა გადაწყვიტა, ღვინის მოყვარულთა კატებზე ეზრუნა. ადამიანებმა “ჩვეულებრივი ღვინის” სმისას თავი მარტოსულად რომ არ იგრძნონ, საგანგებოდ მათი მეგობრებისთვის - კატებისათვის - “კატების ღვინო” შეიქმნა. 
სასმელი, რომელსაც Nyan Nyan Nouveau ჰქვია, კაბერნე ფრანის ყურძნის წვენისაგან არის დამზადებული და C ვიტამინითა და პიტნის არომატით არის გამდიდრებული. სასმლის სახელწოდება ასე იშიფრება - Nyan ჩვენებურად “მიაუს” ნიშნავს, Nouveau კი “ბოჟოლე ნუვოს” დღესასწაულის პატივსაცემად ეწოდა, რომლის დიდი თაყვანისმცემლებიც არიან იაპონელები. 
მწარმოებლები იმედოვნებენ, რომ სასმელი კატების მეპატრონეთა შორის ძალიან პოპულარული გახდება და დღესასწაულებზე, ადამიანების  მსგავსად, თავიანთ შინაურ ცხოველებსაც გაუმასპინძლდებიან ღვინით. 
კომპანიამ ჯერჯერობით მხოლოდ 1000 ბოთლი სასმელი გამოუშვა, 180 მლ-იან შუფუთვაში, რომლის თითო ეგზემპლარიც 4 დოლარად იყიდება. მწარმოებლებმა გადაწყვიტეს, რომ კორპის საცობის ნაცვლად, ბოთლისთვის ხრახნიანი სახურავი გაეკეთებინათ, რათა პატრონებმა საყვარელ ცხოველებს სასმელი მთელი წლის განმავლობაში გამოუზოგონ. 
 
© ღვინის კლუბი/Weekend
 

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული