ირლანდიაში ღვინის გაყიდვები 13%-ით შემცირდა და 2015 წლის შემდეგ გაყიდვების ყველაზე დაბალ დონეს მიაღწია, იტყობინება Drinks Ireland. ღვინის ბაზრის 2021 წლის ანგარიში დეტალურად აღწერს, თუ როგორ გაიზარდა ღვინის გაყიდვები 2020 წელს ჩაკეტვის დროს, მიუხედავად იმისა, რომ ალკოჰოლის საერთო მოხმარება საკმაოდ შემცირდა, რადგან მომხმარებლებმა ბარების გამო ლუდზე გადაინაცვლეს. 2021 წელს ვაჭრობის სექტორის ხელახალი “შექმნის” მერე, ფაქტობრივად, ღვინის გაყიდვები შემცირდა - ახლა უკვე იმიტომ, რომ ღვინის მოყვარულები სასტუმროებსა და ჰოსტელებში დაბრუნდნენ.
როგორც სტატიიდან ვკითხულობთ, თეთრი ღვინო ყველაზე პოპულარულად რჩება ირლანდიაში 48%-იანი ბაზრის წილით, წითელ ღვინოს 45%-იანი წილი უჭირავს, 2020 წლის შემდეგ, როგორც ვხედავთ, ორივე უცვლელად ინარჩუნებს ამ სურათს.
ბოლო წლებში როზე სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება ირლანდიაში. მიუხედავად იმისა, რომ მისი ბაზრის წილი წელსაც სტატიკურად დარჩა, ის 2016 წლის 3%-დან მთლიანობაში 7%-მდე გაიზარდა.
როგორც ჩანს, სხვა ქვეყნებში მასობრივად თუ შევხედავთ სურათს, ცქრიალა ღვინის ბაზრის წილი ოდნავ შემცირდა 2,3%-დან 2%-მდე.
ესპანური, ავსტრალიური და ჩილეს ღვინოები ირლანდიაში ყველაზე პოპულარულია, თუმცა მათი ბაზრის წილიც ოდნავ შემცირებულია. ფრანგული ღვინოების კი პირიქით - გაზრდილი. ზოგი ვაჭრობის ექსპერტი ამას იმას მიაწერს, რომ ფრანგული ღვინის ექსპორტი უფრო მარტივია ირლანდიაში იმ ლოჯისტიკურ გამოწვევებთან შედარებით, რასაც ღვინის ბაზარზე სხვა ქვეყნები აწყდებიან. ირლანდიაში ღვინო მეორე ყველაზე პოპულარული სასმელია, მოხმარების 29,3%-ით, პირველი ადგილი კი უცვლელად უჭირავს ლუდს.
აღსანიშნავია, რომ ირლანდიას ღვინის აქციზის გადასახადის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს ევროპაში, გადასახადი სტანდარტული ბოთლის ფასის 54%-ს შეადგენს. Drinks Ireland ითხოვს ღვინის აქციზის 15%-ით შემცირებას: “ცხოვრების ხარჯების კრიზისის გაუარესების გამო ირლანდიელი მომხმარებელი ხედავს ღვინის ყველაზე მაღალ აქციზს ევროპაში, რაც 3,19 ევროს შეადგენს სტანდარტულ ბოთლზე. ცქრიალა ღვინის მოყვარულთათვის აქციზი კი უფრო მეტ, 6,37 ევროს შეადგენს, გადასახადის ეს კატასტროფულად მაღალი დონე სასწრაფოდ უნდა მოგვარდეს ამ ისედაც რთულ დროს” - აღნიშნავს ჯონათან მაკდედი, Drinks Ireland-ის დირექტორი.
© ღვინის კლუბი/vinoge.com
თქვენი კომენტარი