Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

iPhone-ს ღვინის მეგზური

ინფორმაციული ტექნოლოგიები სულ უფრო მეტად იჭრება ადამიანის ცხოვრებაში და ამ სფეროს მზარდი პროგრესიც ფეხს უწყობს თანამედროვე მოთხოვნებს. სულ ახლახან iPhone-ს მომხმარებლებს პერსონალური სომელიეს მეგზური შესთავაზეს. ამ პროექტის შემქმნელია კომპანია iSimple. პროგრამა მოიცავს მსოფლიოს საუკეთესო ღვინოების კატალოგს, საიდანაც სასურველი  ღვინის არჩევა ფერის, მწარმოებელი ქვეყნის, ჩამოსხმის წლის, აპელასიონის, ფასის და სხვა უამრავი პარამეტრის გათვალისწინებითაა შესაძლებელი. გარდა ზოგადი ინფორმაციისა, კატალოგი ისეთ სასარგებლო დეტალებსაც გაგაცნობთ, რომელთა ამოკითხვაც ბოთლის ეტიკეტზე ხშირად შეუძლებელია. მაგალითად, შეგიძლიათ შეიტყოთ კონკრეტული ღვინის ჯილდოების, რეიტინგის, შაქრიანობის მაჩვენებლის და ა.შ. შესახებ. გარდა ამისა, ყველა ღვინოს ახლავს კომენტარები და რჩევები, თუ რომელ კერძთან და საკვებთანაა მართებული მისი შეხამება.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული