Home
ქართული | English

მულტიმედია

კომენტარები

ფრანგი შეფმზარეულები იაპონელთა დასახმარებლად

რამდენიმე ცნობილმა ფრანგმა შეფმზარეულმა გადაწყვიტა ხამანწკების ბიზნესში ჩაბმულ იაპონელ ფერმერებს დაეხმაროს. საყოველთაოდ ცნობილი სტიქიის შედეგად ისინი საგრძნობლად დაზარალდნენ და შეიძლება ითქვას, საარსებო წყარო დაკარგეს. ამასთან დაკავშირებით საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თაოსნობით მოეწყო საქველმოქმედო ვახშამი, რომელზე დასწრებაც 1000 ევრო ღირდა. ვახშმის სამზადისისთვის საფრანგეთის ყველაზე ცნობილი და იაპონური სამზარეულოს დამფასებელი 11 შეფმზარეული გაისარჯა. ერთ-ერთმა მათგანმა, სახელგანთქმულმა ალან დუკასმა განაცხადა: ,,ჩვენ დღეს იმისთვის არ შევკრებილვართ, რომ საკუთარი ხელოვნება გაჩვენოთ. ჩვენ ვცდილობთ დავეხმაროთ იაპონელებს და ამ გამორჩეული ვახშმით სოლიდური თანხის შეგროვების შესანიშნავი საშუალება გვეძლევა. იაპონელები ხომ მთელ მსოფლიოს აძლევენ ცხოვრების ჯანსაღი წესის, კულინარიული ჰარმონიისა და სტუმართმოყვარეობის მაგალითს.” მიშლენის სამი ვარსკვლავის მფლობელ დუკასს გვერდს უმშვენებდა ორი ვარსკვლავის მფლობელი, შეფმზარეული ტიერი მარქსი, რომელიც წელიწადში სამ თვეს იაპონიაში ატარებს და მათი კულტურის დიდი დამფასებელია. ასე რომ, ვახშმის მონაწილეებს, რომელთა შორისაც იაპონიის ელჩის გარდა 230 სტუმარი შედიოდა, ნამდვილად გაუმართლათ.

© ღვინის კლუბი/Weekend

არქივი

მაისი 2012
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

ტოპ ხუთეული