Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ესპანური ღვინის მარნები ძალიან იაფად იყიდება

ესპანეთში ხუთი ათასამდე მარანია მოწყობილი, მაგრამ ასობით მათგანი უკვე გასაყიდად არის გამზადებული. ამ ძვირფასი მარნების განახევრებული ფასით უკვე  დაინტერესდნენ რუსი, ჩინელი და ლიბანელი ინვესტორები. გასაყიდად გამოტანილი ზოგი მარანი რამდენიმესაუკუნოვან შენობაშია განთავსებული, ისინი ასეულობით ჰექტარზე გადაჭიმული ვენახებით, მდიდრული სასტუმროებით, წყალსამკურნალოებით და სხვა სიკეთეებით არის აღჭურვილი. გარდა ამისა, ამ მარნებს საექსპორტო გზა უკვე გაჭრილი აქვთ ისეთ ქვეყნებთან, როგორიც არის, მაგალითად, ჩინეთი. ესპანური ღვინის კომპანია Matarromera-ს პრეზიდენტი კარლოს მორო აღნიშნავს, რომ ამ მარნების უმრავლესობას ძალზე მწირი საწარმოო კაპიტალი ჰქონდა. ზოგი მფლობელი სათანადო დროსა და ყურადღებას არ უთმობდა მარნებს, მეღვინეობა კი ძალიან დიდ სახსრებს, შრომას, ზრუნვას და ბაზრისთვის თვალყურის დევნებას მოითხოვს.

 © ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.