Home
ქართული | English
ოქტომბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ბრაზილია და ალკოჰოლიზმი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულმა დოკუმენტმა ბრაზილიაში ალკოჰოლის მოხმარების შესახებ აჩვენა, რომ ამ სფეროში  ქვეყანა თითქმის 50%-ით აჭარბებს მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელს. კერძოდ, გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ ბრაზილიელები წლის განმავლობაში საშუალოდ 24,4 ლიტრ ალკოჰოლს (მათ შორის ქალები – 10 ლ.) სვამენ მაშინ, როდესაც მსოფლიოს მასშტაბით ეს მაჩვენებელი საშუალოდ 6,1 ლიტრს შეადგენს. ქვეყანაში ალკოჰოლის მიზეზით სიკვდილიანობის ინდექსიც საკმაოდ მაღალია – 7,2%, ამ მხრივ კონტინენტის მონაცემებს ორჯერ აჭარბებს და  აბსოლუტური ლიდერია. ბრაზილიელთა 30% აღიარებს, რომ ხშირად სვამს და კვირაში საშუალოდ ერთხელ მაინც თვრება. შედარებისთვის, ეს მაჩვენებელი  რუსეთში 21%, ამერიკის შეერთებულ შტატებში 13% და იტალიაში 12% აღწევს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კვლევების მიხედვით, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ალკოჰოლით გამოწვეული ლეტალური შედეგები უფრო მეტია, ვიდრე მიწისძვრებით, გლობალური ეპიდემიებით, შიდსით, ტუბერკულოზით, ძალადობითა და ომით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი. პლანეტის მოსახლეობის სიკვდილიანობის მაჩვენებლის 4% სწორედ ალკოჰოლს უკავშირდება. საერთო ჯამში, ეს წელიწადში 2,5 მილიონი ადამიანია.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.