Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

"ბადაგონის" ორი ოქრო

ბრიუსელის ღვინის პრესტიჟული კონკურსი Concours Mondial de Bruxelles კიდევ ერთი ქართული კომპანიისთვის გამოდგა წარმატებული. წარმომადგენლობითმა ჟიურიმ კომპანია "ბადაგონის" ღვინოებს 2 ოქროს მედალი მიანიჭა. უმაღლესი შეფასება "კახურმა" წარჩინებულმა" (თეთრი მშრალი) და "ტრიონმა" (თეთრი მშრალი) დაიმსახურეს.

კომპანია "ბადაგონი" ბრიუსელის ამ პრესტიჟულ კონკურსზე შარშანაც მონაწილეობდა და ოქროს მედალიც მოიპოვა. ამ ჯილდოთი წითელი "კახური წარჩინებული" დააჯილდოვეს.
შეგახსენებთ, რომ ღვინის სამყაროში სახელგანთქმული Concours Mondial de Bruxelles ყოველწლიურად სხვადასხვა ქვეყანაში ტარდება. წელს მას ესპანეთმა, კონკრეტულად კი ვალენსიამ უმასპინძლა. კონკურსში 54 ქვეყნის 6 ათასი კომპანია მონაწილეობდა. კომპეტენტური ჟიური ღვინოს სამი დღის განმავლობაში აგემოვნებდა, შედეგები კი გუშინ გახდა ცნობილი.
რაც შეეხება საქართველოს, კომპანიამ უკვე დაიწყო აქცია, რომელიც 7 სახეობის ღვინოზე ფასების 50%-ით გაიაფებას ითვალისწინებს. "ბადაგონის" მენეჯმენტის განცხადებით, ეს ღონისძიება გაყიდვების გაზრდის მიზნით ხორციელდება და პროდუქციის ხარისხზე არ იმოქმედებს. აქცია წლის ბოლომდე გაგრძელდება.
 
© მადიანი/vinoge.com


ვულოცავ ბადაგონს და სხვა ქართულ კომპანიებსაც, რომლებმაც ამ კონკურსზე მედლები მიიღეს. ეს ჯილდოები ერთი კონკრეტული კომპანიის კი არა, მთლიანად ქართული ღვინის წარმატებას ნიშნავს! ეს ერთი და სხვა მრავალი! :))

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული