Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ახალზელანდიელი მეღვინეები ციკლონმა რთველის წინ დააზარალა

Hawke’s Bay Wine-ს ფოტო

რამდენიმე დღის წინ ახალი ზელანდიის ჩრდილოეთის კუნძულს  ციკლონი ,,გაბრიელი“ დაატყდა თავს, იუწყება გამოცემა Decanter-ი.

ციკლონმა დიდი ზარალი მიაყენა ქვეყანას - 10 ათასი ადამიანი უსახლკაროდ დარჩა, რამდენიმე დაიღუპა, რამდენიმე კი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრმა ციკლონისგან გამოწვეული ზარალი 13 მილიარდ ახალზელანდიურ დოლარად შეაფასა, რაც 6.7 მილიარდი გირვანქა სტერლინგის ექვივალენტია.

ციკლონმა, სხვა ინფრასტრუქტურასთან ერთად, დააზარალა მევენეხეობა-მეღვინეობის დარგიც და თან სწორედ იმ დროს, როცა ახალზელანდიელები რთველისთვის ემზადებოდნენ. ღვინის მწარმოებელი რეგიონები: Hawke’s Bay და Gisborne, ქვეყანაში სიდიდით მეორე და მესამე ადგილს იკავებს. 2022 წელს მათ 60 ათასი ტონა ღვინო აწარმოეს, რაც მთლიანი მოსავლის 12%-ს შეადგენს. დღეს ამ რეგიონის  ვენახების უმრავლესობა, სამწუხაროდ,  მთლიანად დატბორილი და დამეწყრილია, გადარჩენილ ვენახებში კი ბოლო წლების ყველაზე რთული რთველი დაიწყო.

ფილიპ გრეგანი, სავაჭრო ორგანიზაცია New Zealand Winegrowers-ის დირექტორი: "ციკლონი "გაბრიელი“ ჩვენი სფეროსთვის ყველაზე რთულ დროს, რთველის წინ დაგვატყდა თავს და სერიოზული ზარალი მოგვაყენა. აქტიურად ვმუშაობთ რეგიონულ ასოციაციებთან, რათა შევძლოთ ზარალის ბოლომდე შეფასება და მათი დახმარება, თუმცა ჩვენთვის უმთავრესია ჩვენი თანამშრომლების უსაფრთხოება. ბოლო წლებში ღირსეულად გადავიტანეთ პანდემიისგან გამოწვეული კრიზისი და სხვა პრობლემები, რამაც კიდევ უფრო გაგვაძლიერა და გვაჩვენა, რომ ჩვენი დარგი მტკიცედ დგას, მჯერა, ციკლონის შედეგებსაც სათანადოდ გავუმკლავდებით“.

პოლიტიკოსები და მეცნიერები თანხმდებიან, რომ მომავალ სტიქიებთან უკეთ გასამკლავებლად ახალმა ზელანდიამ უნდა გააუმჯობესოს საკუთარი ინფრასტრუქტურა.

©ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული