Home
ქართული | English
ნოემბერი 2022
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
31123456
78910111213
14151617181920
21222324252627
2829301234

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

"ალექსანდრე დისტილერი" - მცირე მარნების ანთოლოგია (78)

როდის გადაწყვიტეთ მარნის დაარსება და რა იყო ამის მიზეზი?

-  ჩვენი სახდელი და მარანი "Alexander Distillery"  დაარსდა 2014 წელს, ჩემი მეუღლის ალექსანდრე კვერნაძის მიერ. მისი მიზანი იყო შეექმნა დისტილაციისთვის საჭირო ახალი, ალტერნატიული მოწყობილიბა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნებოდა მაღალი გაწმენდისა და კარგი ორგანოლეპტიკური პარამეტრების სპირტების მიღება. შეიქმნა ასეთი დანადგარი და შესაბამისად ტექნოლოგიაც, სადაც გამოსახდელი ქვაბის ფუნქციას ასრულებს ქვევრი. ეს დანადგარი და ტექნოლოგია საქართველოში დაპატენტებულია, როგორც გამოგონება და 2018 წელს სახელმწიფოს მიერ მინიჭებული აქვს წლის ინოვაციური ტექნოლოგიის ჯილდო. სწორედ ამ ტექნოლოგიით ხდება ჩვენს სახდელში ქერისა და სიმინდის სამნახადი დისტილატების მიღება, რომლოს შემდგომი დავარგებით ამერიკული თეთრი მუხის კასრებში მიიღება პირველი ქართული ვისკი " ALEXANDER".  რაც შეეხება მარანს, იგი აშენებულია უძველესი ტექნოლოგიით, რომელსაც ეწოდება " ტკეპნილი მიწის არქიტექტურა". ამ ტექნოლოგიით აშენებული ნაგებობა პირველია და ჯერჯერობით ერთადერთია საქართველოში. მისი დადებითი მხარეებია: ეკოლოგიურობა, ენერგოეფექტურობა, ტემპერატურის და ტენიანობის მუდმივობის შენარჩუნება, სეისმომედეგობა და ა.შ. ჩვენი მიზანი იყო შეგვექმნა და დაგვეყენებინა იშვიათი ღვინოები არამარტო ჯიშური თვალსაზრისით, არამედ ტექნოლოგიურადაც. საქმიანობა დავუწყეთ მე და ჩემმა მეუღლემ, რომელიც 2019 წელს მოულოდნელად გარდაიცვალა. ამჯერად მე, მისი მეუღლე, ვმართავ მარანსა და სახდელს.

- ვაზის რომელი ჯიშები გაქვთ გაშენებული და კიდევ რომელ ჯიშებზე აპირებთ ყურადღების გამახვილებას?

- ჩვენი მარანი მდებარეობს ზღვის დონიდან 1 200 მეტრზე, აქ ყურძენი ვერ მწიფდება და ამიტომ ვყიდულიბთ ყურძენს მუდმივად ერთი და იგიცე გლეხისგან, რომლის ვენახს ჩვენ ვუწევთ მონიტორინგს, ესენია: ასურეთული შავი სოფ. ასურეთი და საფერავი - საგარეჯო.

რა ღვინოებს აწარმოებთ და რითაა გამორჩეული თქვენი ღვინო?

- ჩვენი პროდუქციაა 1. პირველი ქართული ვისკი "ALEXANDER", რომლის გამოხდის ტექნოლოგია დაპატენტებულია საქ-ში როგორც გამოგონება. ვისკისთვის საჭირო სპირტების მიღება ხდება ქვევრში და შემდგომი დავარგება მიმდინარეობს ამერიკული თეთრი მუხის კასრებში; მასალა: ქერი, სიმინდი, ABV45%. 2. წითელი მშრალი ღვინო "ასურეთული" ABV12%, ხელნაკეთი ეტიკეტებით, კონცეფციით Wine&Art, თითოეული ბოთლი დანომრილია და აქვს ინდივიდუალური ეტიკეტი, რომელიც არ მეორდება. 3. საფერავის საფუძველზე დამზადებული სადესერტო შემაგრებული ღვინო "Sharbat -Tiflis", ABV18%, უძველესი, IX საუკუნის კარაბადინის რეცეპტით შემზადებული და შემდეგ მოდიფიცირებული ჩვენივე ქერის და სიმინდის სამნახადი 75%_ იანი დისტილატით და 6-7თვის განმავლობაში დავარგებული ამერიკული თეთრი მუხის კასრებში; გადირნებულია ხელნაკეთი ერიკეტებით, კონცეფციით "ძველი თბილისი", თითოეულ ბითლს აქვს ინდივიდუალური ნომერი და ეტიკეტი რომელიც არ მეორდება, პროდუქცია ლიმიტირებულია-წელიწადში 150 ბოთლი ბოთლი გამოდის მხოლოდ. და ასევე ვხდით ჭაჭასაც "ALEXANDER" -ყურძენ "ასურეთული შავის" ჭაჭისგან დისტილირებული საავტორო ტექნოლოგიით. ABV45%.

- გაიხსენეთ საქართველოში ღვინის გაყიდვის თქვენი პირველი გამოცდილება, რომელ მაღაზიებთან გქონდათ ურთიერთობა?

- გაყიდვის ადგილები: მხოლოდ სპეციფიური მათაზიები - ღვინის გალერეა, 8000 მოსავალი, და კიდევ რამოდენიმე, ძირითადად ხდება შეძენა ინდივიდუალური დაკავშირებით

-გადის თუ არა თქვენი ღვინო უცხოეთის ბაზარზე?

-შარბათ-ტიფლისი 3-ჯერ შეიძინა ჰონგ-კონგმა მთელი პარტია.

რა სახის სირთულეები შეგხვედრიათ თქვენს საქმიანობაში?

-  ჩვენს შემთხვევაში არის სირთულე პროდუქციის სწორად წარდგენა, სწორი ახსნა ( ცოტა რთული ასახსნელია), ფესტივალებზე პრობლემა არ გვაქვს.

რა უნდა დაიხვეწოს ყველაზე მეტად ღვინის სფეროში?-

-მეღვინეების ცოდნის დონის ამაღლება; ბოთლების მრავალსახეობების ფასები, კეთილსინდისიერი გადამხდელები ( მაღაზიები).

-რას ურჩევდით დამწყებ მევენახე-მეღვინეებს?

-იყვნენ თეორიულად მომზადებულები და მუდმივად ეცადნონ იყვნენ კონკურენტუნარიანები.

მარნის მისამართი: თეთრი წყაროს რ-ნი სოფ. ალექსეევკა

ტელეფონი: 599 934551

ელფოსტა: www.alexander.com.ge

ვებ/ფეისბუკ გვერდი: Alexander distillery

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული